ირაკლი ხმალაძე: მომავალ წელს განსახორციელებელი ღონისძიებების ღირებულების ჯამი დაახლოებით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარს აღწევს

ირაკლი ხმალაძე: მომავალ წელს განსახორციელებელი ღონისძიებების ღირებულების ჯამი დაახლოებით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარს აღწევს

access_time2019-12-27 17:40:46

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა. ინფორმაციას მერია ავრცელებს. ვიცე-მერმა 2019 წელს განხორციელებულ პროექტებთან ერთად, მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ძირითად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა.



მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა 927 მილიონ ლარს შეადგენდა, რომელიც სპეციალური ტრანსფერისა და ნაშთების კომბინაციით, 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი უნდა გამხდარიყო.



„ეს პირობა შესრულებულია და თბილისის 2019 წლის ბიუჯეტმა 1 მილიარდ 100 მილიონს მიაღწია. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, დღეს წარმოდგენილი პროექტით, გვაქვს 1 მილიარდ 20 მილიონი ლარი, რომელშიც არ არის ასახული რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი: ეს არის ნაშთი, რომლის გადატანა ერთი წლიდან მეორეში ყოველთვის ხდება და რომელიც, დაახლოებით, 140 მლნ ლარი იქნება. ასევე, 256 მილიონი ლარი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ავტობუსების შესაძენად გამოყოფილი სესხია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



ვიცე-მერის განმარტებით, თბილისის 2020 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების ღირებულების ჯამი დაახლოებით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარს აღწევს.



ირაკლი ხმალაძის განცხადებით 1 მილიარდ 20-მილიონიანი ბიუჯეტის პროექტიდან, დაახლოებით, 980 მილიონი ლარი თბილისის საკუთარი შემოსავლებია, რომელშიც შედის გადასახადები, ქონების გადასახადი და დღგ; სპეციალური ტრანსფერი - 90 მლნ ლარი და ასევე, პრივატიზაცია, რომელიც 40 მლნ ლარს შეადგენს.




„დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის გადაჭარბებული შემოსავლებით დამატებით, 100 ახალი ავტობუსის შესყიდვა მოახერხა. ასევე, შეთანხმებას მივაღწიეთ სამარშრუტო ტაქსების კომპანიასთან, რათა ტარიფის ზრდის გარეშე მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის დაწყება მომხდარიყო. აღნიშნული პროგრამისთვის 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომლითაც 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა მოხდება. ეს თანხები მთლიანად შეტანილია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში და უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თანხები უკვე მობილიზებულია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშეკმრების მოწყობისთვის. ტენდერი 20 იანვარს სრულდება, თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ 2020 წლის პროექტი. გაზშემკრების მშენებლობა 2020-2021 წლებში გაგრძელდება და ბიუჯეტის ფორმირებაც იმის მიხედვით მოხდება. შესაბამის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თბილისის ვიცე-მერის თქმით, მომავალ წელს იგეგმება ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მისამართის რეაბილიტაციის დასრულება; გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია; ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ჯორჯაძის, თაბუკაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების ნაწილის რეაბილიტაცია; მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ორი შენობის რეაბილიტაცია; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის დაწყება; დედაენისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 17 მლნ ლარია გათვალისწინებული.



ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მომავალი წლისთვის მნიშვნელოვანია ასევე, ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტების გაგრძელება.



„აღსაზრდელების უსაფრთხოების მიზნით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები და გამოვლენილია ის შენობები, სადაც რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვების შენობიდან გაყვანაც მოგვიწია. აქედან გამომდინარე, 2020 წელს დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, რათა 26 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოხდეს. ზოგ შემთხვევაში, უკვე არსებული ბაღის დემონტაჟი და ახალი, უსაფრთხო შენობის აშენებაა გათვალისწინებული“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.



მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართულებთ, იგეგმება მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულება; ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება; გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება; ქეთევან წამებულის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია; უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე არსებული ხიდის მშენებლობის დაწყება; ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა.



ვიცე-მერის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით, დაგეგმილია ვარკეთილისა და დიდი დიღმის მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის დასრულება; ლილოს დასახლებაში, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე საცურაო აუზის მშენებლობა; მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტის გაგრძელება, რომლისთვისაც დაახლოებით, 12 მლნ ლარია გამოყოფილი; EBRD-ის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტი დამატებით, მეტროს 10 ახალ მატარებელს შეისყიდის; 12 მლნ ლარი თემქის ხევის, ვაკის პარკისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის გამოიყოფა.



დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე დღეს თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.







საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება
access_time2020-07-16 16:00:27
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და კანონპროექტის ინიციატორებსა და კანონმდებლებს მოუწოდებენ, 17 ივლისს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში სათანადო გულისხმიერებით გაეცნონ ჯანდაცვის სექტორის მიერ კანონპროექტში დანახულ საფრთხეებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა, მასში კვლავ რჩება რიგი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-16 21:30:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი „იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს. მისი ინფორმაციით,...

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე
access_time2020-07-16 19:00:08
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ USAID-ის ეკონომიკის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკა ოყრეშიძემ და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ საქართველოში...

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა
access_time2020-07-16 20:00:56
2020 წელი „გაზპრომისთვის“ ძალიან რთული აღმოჩნდა. გაზის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 53%-ით შემცირდა და წლის საბოლოო პროგნოზით მაჩვენებელი შესაძლოა 2000-ანი წლების მინიმუმამდე დაეცეს. 4 წლის მანძილზე მონოპოლია გაზის მოპოვებას და შესაბამისად ექსპორტს მუდმივად ზრდიდა. 2019 წელს მაჩვენებლები მცირედით გაუარესდა და ევროპაში ექსპორტი უმნიშვნელოდ - 201,7-დან 199 მლრდ. კუბურ მეტრამდე შემცირდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან ნამდვილი...

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...


მსგავსი სიახლეები

up