ირაკლი ხმალაძე - მიშენება, დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია

ირაკლი ხმალაძე - მიშენება, დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია

access_time2021-10-11 22:00:00

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შენობებზე უკანონო მიშენება - დაშენება, ასევე თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია.


როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებულია.


„მიშენება - დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია. ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი, ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს. ამის საშუალება არის საჩივარი, ცხელ ხაზზე შეტყობინება, აუდიტის სამსახური ახდენს გარკვეულ შემოწმებებს და ასევე, მუნიციპალური ინსპექცია ახდენს მონიტორინგს. ამის შემდეგ ხდება გარკვეული შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება“,- განაცხადა ხმალაძემ.


ის მხარს უჭერს პრემიერის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება იგეგმება.



„სამშენებლო რეგულაციების მიმართულებით მუდმივად ხდება გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ჩვენც მოგვიწევს გარკვეული ცვლილების შეტანა. ეს ჯანსაღი პროცესია და რა თქმა უნდა, საკითხს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ხმალაძემ.


მისი განმარტებით, სამშენებლო რეგულაციების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომაც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა შემოიღეს.


„ის, რომ დღეს დარღვევები მივიღეთ და ამას ვეღარ ვასწორებთ, ამას თვალებში შევხედეთ და ვაპატიეთ, მაგრამ იმისთვის, რომ ხვალ იგივე არ გაგრძელდეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოვიღეთ. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ 5 ათასი, 10 ათასი ან ხშირ შემთხვევაში, 50 ათას ლარიანი ჯარიმა ვერ ახდენს დარღვევის პრევენციას. ამიტომაც შემოვიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა“, - განაცხადა ხმალაძემ.



BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up