ირაკლი ხმალაძე: მერია მიკროავტობუსების ტარიფზე ხელის ხლებას არ აპირებს

ირაკლი ხმალაძე: მერია მიკროავტობუსების ტარიფზე ხელის ხლებას არ აპირებს

access_time2019-11-27 19:20:16

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი აუცილებლად დაიწყება, თუმცა მგზავრობის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. ინფორმაციას მერია ავრცელებს.



როგორც ვიცე–მერმა აღნიშნა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადება მგზავრობის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მერიისთვის მიუღებელია.



„დღეს ქალაქს დაახლოებით, 1 500-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. კვლევის მიხედვით, აღნიშნული რაოდენობა მცირდება, რადგან ბაზარი ავტობუსსა და მიკროავტობუსს სხვადასხვანაირად გადაანაწილებს. თბილისის მერმა დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და პირადად მე, მკაფიო დავალება - ორკვირიანი ვადა მომცა. საჯაროდ ვაცხადებ, რომ ამ დავალებას, რა თქმა უნდა, შევასრულებ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



მისივე თქმით, „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებს დღეს უკვე შეხვდა, სადაც მათი მხრიდან ძირითადად, ფინანსურ პრობლემებსა და მგზავრობის ტარიფზე იყო საუბარი.




„ისინი ძირითადად, საუბრობდნენ ფინანსურ პრობლემებსა და ტარიფის ზრდაზე, რაც მათივე წარმოდგენილი მონაცემებით, სწორსა და ლოგიკურს გავს. კომპანიას 2011 წლიდან დღემდე, ტარიფი არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ დოლარის კურსი შეიცვალა, საწვავის ფასი გაიზარდა. რა თქმა უნდა, მათ პოზიციას ფინანსური ახსნა აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმ ჭრილში, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით ვატარებთ, მიკროავტობუსების ტარიფზე ხელის ხლებას ჩვენ არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ეს ართულებს ამ მოცემულობას. კომპანიას რომ ჰქონდეს, ან რომ ჰქონოდა მიკროავტობუსების ჩანაცვლების რესურსი, ისედაც ჩაანაცვლებდა. მარტივი მოცემულობა რომ ყოფილიყო, ყველა შეძლებდა ამის გაკეთებას. ამისთვის ვართ ჩვენ - თბილისის მერი, მისი მოადგილეები, რომ რთულ მოცემულობებშიც ვნახოთ გამოსავალი“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.



მისივე განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლებს მერიის მხრიდან აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა დაევალათ.



„კომპანიამ, რა ციფრებზეც გააკეთა განცხადება, ამას დადასტურება სჭირდება და მათ უკვე მიიღეს დავალება, რომ აუდიტორული დასკვნა წარმოადგინონ. სწორი მიდგომა არის ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი, საიდან უნდა გამოვიდეთ. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული არ არის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, თუმცა მნიშვნელოვანია. უნდა გამოვიდე იმ მდგომარეობიდან, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ დედაქალაქში მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს. ამას აუცილებლად გავაკეთებ“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.



მისივე თქმით, მიკროავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რის გამოც, ისინი აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს.



„ქალაქს სჭირდება ახალი მიკროავტობუსები, თუმცა მერიისთვის პირობა, რომ ტარიფი გაიზარდოს, მიუღებელია. მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა ვაწარმოო, პირობა, რომელსაც არასდროს მოვისმენ და დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მაქვს ჩემი კონკრეტული გეგმა. მათ ისეთ გეგმას შევთავაზებ, რომელზეც უარს ვერ მეტყვიან. პირობას გაძლევთ, რომ საბოლოო ჯამში, ორი კვირის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში მიკროავტობუსების განახლება დაიწყება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.



ვიცე-მერის განმარტებით, დედაქალაქის მერიის მთავარი მიზანია, ქალაქში მიკროავტობუსები ჩანაცვლდეს, რასაც მგზავრობის ტარიფის ზრდა არ უნდა მოყვეს.








ვანო მაჭავარიანი 200 000 -ის მოხსნის საჭიროებას ვეღარ ხედავს

ვანო მაჭავარიანი 200 000 -ის მოხსნის საჭიროებას ვეღარ ხედავს
access_time2020-02-20 15:48:50
„თავის დროზე 200 000-ლარიანი ზღვარის შემოღება იყო კურსის რყევის გამო მოწყვლადი ჯგუფების დაცვა“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას. უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის შემცირებასთან დაკავშირებით კითხვა მაჭავარიანს დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა დაუსვა.მინისტრის განცხადებით, ანალიზმა აჩვენა, რომ დაკრედიტება იზრდება, ასევე კარგად ვითარდება სამშენებლო...

სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო

სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო
access_time2020-02-20 13:30:04
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა. ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს წარუდგინა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელმაც ისაუბრა სამომავლო...

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს
access_time2020-02-20 14:02:05
დღეს საქართველოს პარლამენტში, მინისტრს საათის ფორმატში ივანე მაჭავარიანს უსმენენ. ფინანსთა მინისტრმა გასული წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ვანო მაჭავარიანი დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება. კანონპროქტი პარლამენტში 2017 წელს...

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება
access_time2020-02-20 12:55:37
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მყარდება. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/₾2.8305-ით დაიწყო, 12:55 საათისთვის  1 დოლარი 2.8272-ის ნიშნულზეა.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშნდელი  ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ  მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი...

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები
access_time2020-02-20 13:00:37
7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. საპატიმროდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. მისი თქმით, აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება.   „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი,...


მსგავსი სიახლეები

up