ირაკლი ხმალაძე - მეტროს სისტემა დღევანდელ ნაკადებს​ აუდის

ირაკლი ხმალაძე - მეტროს სისტემა დღევანდელ ნაკადებს​ აუდის

access_time2019-10-23 13:15:22

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მეტროში ნაკადების ზრდის ტენდენცია ყოველთვის იყო. ხმალაძის განმარტებით, მოვლენა ეკონომიკურ ფაქტორს უკავშირდება.

 

„ჩვენ რომ ავიღოთ სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში, მუდმივად ხდება ნაკადების ზრდა, ეს არ უკავშირდება კონკრეტულ მოვლენას, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური ფაქტორი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ამაზე რეაგირებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ იზრდება მეტროს შემადგენლობების რაოდენობა.

 

კახა კალაძის დაპირება იყო 12 შემადგენლობის დამატება. აქედან 10 შემადგენლობა უკვე დამატებულია და წლის ბოლომდე კიდევ ორი შემადგენლობა დაემატება. გარდა ამისა, მიწისზედა მეტროს თემაზეც მუშაობს მუნიციპალიტეტი და ამ საკითხს ტექნიკური და ეკონომიკური კუთხით ვამუშავებთ, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდების ზრდის უფრო მეტი პოტენციალი მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვაქვს, ეს არის ავტობუსები“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

თბილისის მერის მოადგილის თქმით, ბევრი ავტობუსი ჩანაცვლდა და წლის ბოლომდე კიდევ 200 ავტობუსი ჩამოვა ქალაქში.

 


„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების მატება სწორი ტენდენციაა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც მუნიციპალიტეტმა გაატარა და ამის მიზეზი არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს.

 

მეტროს სისტემა დღევანდელ ნაკადებს​ აუდის. კონკრეტული პრობლემა არის ერთ კონკრეტულ სადგურზე, ეს არის გადასაჯდომი ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე და პიკის საათებში იქ არის მომეტებული რაოდენობა.

 

სისტემურად უნდა შევხედოთ საკითხს, როდესაც პოლიტიკა მიდის იქითკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაიზარდოს, ეს არის სწორი და მეორე შედეგიანი გამოდგა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები, თუნდაც საინფორმაციო კამპანიები.

 

ტაქსის მოხმარება არ შემცირებულა, შესაბამისად ნურავინ დაუკავშირებს მეტროში მგზავრთა ნაკადის ზრდას ამ რეფორმას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ხმალაძემ.

 

პირველი არხი

 





შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

დღგ-ის 18%-დან 10%-მდე შემცირება - რას გულისხმობს დიმიტრი ქუმსიშვილის მოსაზრება

დღგ-ის 18%-დან 10%-მდე შემცირება - რას გულისხმობს დიმიტრი ქუმსიშვილის მოსაზრება
access_time2020-09-19 17:00:14
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოდის ინიციატივით, გაიხსნას დიალოგი დამატებული ღირებულების გადასახადის გარკვეული პერიოდით შემცირების საკითხზე. ამის შესახებ „ოცნების“ მთავრობის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ამჟამად კერძო სექტორს წარმოადგენს, bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილი პანდემიის პერიოდში გიორგი გახარიას მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების თუ ინიციატივების შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან თვლის, რომ ეს მისი მხრიდან არასწორი იქნება,...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...


მსგავსი სიახლეები

up