ირაკლი ხმალაძე: ჩვენ მიერ შეძენილი დიზელზე მომუშავე ავტობუსები ევრო 6-ის სტანდარტისაა და მინიმალური გამონაბოლქვი აქვს

ირაკლი ხმალაძე: ჩვენ მიერ შეძენილი დიზელზე მომუშავე ავტობუსები ევრო 6-ის სტანდარტისაა და მინიმალური გამონაბოლქვი აქვს

access_time2019-02-26 19:20:26

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ევრო 6-ის სტანდარტის შესაბამის იმ ავტობუსებს, რომელიც დედაქალაქში გადაადგილდება და უახლოეს მომავალში მათი ახალი ნაკადი შემოვა, მინიმალური გამონაბოლქვი აქვს.


როგორც მან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სპეციალური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, ახალი ავტობუსები ევრო 6 სტანდარტის დიზელს მოიხმარს, რომელიც მუნიციპალიტეტმა უკვე შეისყიდა.


ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის პარკის განახლება გეგმის მიხედვითა და ევროსტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.


„დედაქალაქში მოძრავი MAN-ის ლურჯი ავტობუსები, რომელიც გაზზე მუშაობს, ევრო 6 ტიპისაა - მის გამონაბოლქვს აქვს მინიმალური დონე და ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. რაც შეეხება ახალ, დიზელზე მომუშავე ავტობუსებს, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, არის ასევე, ევრო 6 ტიპის. ამისთვის ჩვენ ნაყიდი გვაქვს ევრო ტიპის დიზელის მარაგი და ის კონკრეტულად მხოლოდ ამ დიზელს მოიხმარს. ამდენად, ამ მიმართულებით, ჰაერის დაბინძურების პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გადავედით სრულად ელექტროავტობუსების პარკზე, ამას ძალიან ბევრი ტექნიკური რისკ-ფაქტორი აქვს, რის გამოც, ჯერ მსოფლიოს არცერთი ქალაქი არ არის სრულად ელექტროავტობუსებზე გადასული. ჩვენ მივყვებით იმ განრიგს და გრაფიკს, როგორც ამას აკეთებენ მსოფლიოს განვითარებული ქალაქები და ელექტროავტობუსების დანერგვაც თბილისში ეტაპობრივად მოხდება. მთავარია, რომ ორივე შემთხვევაში, ეს იქნება ამჟამად გაზზე, თუ შემდეგში უკვე დიზელზე მომუშავე ავტობუსები, გამონაბოლქვის დონე მინიმალურია და მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.




ვიცე-მერის განმარტებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირების მიმართულებით, დედაქალაქის მერიის აქტიურ მუშაობას, მერიის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტიც ადასტურებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში განხილვის ეტაპზეა.



„ჰაერის დაბინძურების შემცირება რომ თბილისის მერიის პრიორიტეტია, ამაზე ჩვენ უკვე ერთი წელია ვსაუბრობთ. მომზადებული გვაქვს კანონპროექტი და კონცეფცია ამ მიმართულებით. ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებისკენ მიმართულ პოლიტიკას ჩვენი ზონალური პარკირების სისტემა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ავტობუსების პარკის ჩანაცვლება და სამშენებლო მიმართულება ემსახურება, რომელიც ჰაერის დაბინძურებაში კონტრიბუციის სახით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტია. გვსურს, გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ახლო პერიოდში გარკვეულ შედეგებს მოგვცემს. ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ორი მსხვილი კომპონენტი დედაქალაქში ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი და სამშენებლო მასალებიდან მიღებული დაბინძურებაა. თბილისის მერია ორივე მიმართულებით, რეგულაციების გამკაცრების თვალსაზრისით, მუშაობას აქტიურად განაგრძობს“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.









დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up