ირაკლი ხმალაძე - 300 მიკროავტობუსის შესაძენად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება

ირაკლი ხმალაძე - 300 მიკროავტობუსის შესაძენად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება

access_time2019-12-11 14:00:03

300 მიკროავტობუსის შესაძენად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. რაც შეეხება მიკროავტობუსების ფერს ხმალაძის თქმით, აღნიშნულზე მერიას ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.



„მიკროავტობუსების ჩანაცვლება ეს არის ჯამში სამწლიანი პროგრამა. მომდევნო ეტაპზე კომპანია თავისი რესურსებით შეძლებს არსებული პარკის განახლებას ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების გამოსყიდვას. თანხა, რომელიც 300 მიკროავტობუსის შესყიდვას დასჭირდება, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მიკროავტობუსები მუნიციპალიტეტმა შეისყიდოს. ეს თანხა არის დაახლოებით 30 მილიონი ლარი", - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ დღეის მდგომარეობით დედაქალაქს 1400-1500 მიკროავტობუსი ემსახურება, თუმცა, განახლებული სატრანსპორტო ქსელით ეს რაოდენობა შესაძლოა, შემცირდეს.



„გამიჭირდება იმაზე საუბარი, რა კაპიტალური დანახარჯები დასჭირდება მთლიანად მიკროავტობუსების პარკის განახლებას, მაგრამ 300 ერთეული ნამდვილად არის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებლად გვჭირდება. უახლოეს დღეებში მერია ტენდერს გამოაცხადებს“, - განაცხადა ხმალაძემ.



რაც შეეხება მიკროავტობუსების მარკას, ხმალაძემ აცხადებს, რომ ეს ტენდერის დასრულების შემდეგ გაირკვევა.




„მარკის დასახელებაც გამიჭირდება იმიტომ, რომ ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ. ალბათ, „ფორდი" ისევ მიიღებს მონაწილეობას, რადგან აქვს გამოცდილება ამ კომპანიასთან დაკავშირებით.



რაც შეეხება ფერს, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რა ფერის იქნება მიკროავტობუსები, მთავარია, რომ არ ვყიდულობთ მეორადებს და ვყიდულობთ ახლებს“, - განაცხადა ხმალაძემ.



რაც შეეხება მიკროავტობუსების გამოსყიდვას, რომელსაც ახლა მძღოლები კომპანიასთან შეთანხმებით ახორციელებენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ხმალაძე ამბობს, რომ მუნიციპალური მიკროავტობუსების გამოსყიდვას მძღოლები ვერ შეძლებენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანია მერიისგან მიკროავტობუსების გამოისყიდის, მძღოლებთან შეთანხმება ისევ შესაძლებელი იქნება.



IPN.GE 







Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up