ირაკლი წულაია: რატომ გახდა დღეს ჰესების მშენებლობა  ცუდი,  რაც გუშინ იყო კარგი? რატომ ამბობდნენ გუშინ სხვას და დღეს - სხვას? იმიტომ, რომ გუშინაც და დღესაც ისინი არიან ყალბები და არაგულწრფელები

ირაკლი წულაია: რატომ გახდა დღეს ჰესების მშენებლობა ცუდი, რაც გუშინ იყო კარგი? რატომ ამბობდნენ გუშინ სხვას და დღეს - სხვას? იმიტომ, რომ გუშინაც და დღესაც ისინი არიან ყალბები და არაგულწრფელები

access_time2020-05-23 19:00:30

რატომ გახდა დღეს ჰესების მშენებლობა ცუდი, რაც გუშინ იყო კარგი? რატომ ამბობდნენ გუშინ სხვას და დღეს - სხვას? იმიტომ, რომ გუშინაც და დღესაც ისინი არიან ყალბები და არაგულწრფელები ,- ასე ეხმიანება გადაცემის „ბიზნესი იმედზე“ ავტორი, ირაკლი წულაია ჰესების მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.


წულაია აცხადებს, რომ ჰესების თემაზე მონოლოგების მიზანი, არა სწორი ინფორმაციის გავრცელება, არამედ საკუთარი მიზნების მისაღწევად ადამიანებით მანიპულირებაა.


„რა არის იმის მიზეზი რომ სწრაფად იცვლიან ღირებულებებს? რატომ გახდა დღეს ცუდი, ის რაც გუშინ იყო კარგი? რატომ ამბობდნენ გუშინ სხვა და დღეს - სხვას? იმიტომ, რომ გუშინაც და დღესაც ისინი არიან ყალბები და არაგულწრფელები. ქვეყანაში სამწუხაროდ არიან ძალები, რომელთა მიზანიც დაპირისპირების გაჩენაა და არა სისტემების აწყობა, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ფეხზე დაყენების მთავარი კომპონენტია. ამ მართლაც გასაოცარ დემოკრატიაში, მკვლელებს, მოღალატეებს, 50 მილიონის ქურდს, ხალხის მჩაგვრელებს და პროვოკატორებსაც კი აქვთ უფლება პირდაპირ ეთერში მონოლოგები გვიკითხონ“,- ამბობს ირაკლი წულაიას.


მისი თქმით, ფაქტია , რომ ყველა ახალი პროექტი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.


,,ნაცვლად იმისა, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობა ჯანსაღ დისკუსიაში გადაიზარდოს, ხშირად უაზრო დაპირისპირებამდე მიდის“,- ამბობს ირაკლი წულაია.


გადაცემის ავტორი დარწმუნებულია, რომ უნდა გაჩნდეს სივრცე დისკუსიისთვის, რათა ყოველი ახალი ჰესის მშენებლობა ახალი დაპირისპირების საგანი არ გახდეს. დისკუსიების შედეგად კი ჩამოყალიბდება ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელზეც სამომავლოდ დაშენდება სახელმწიფო და ამ ბირთვის ჩამოყალიბების გარეშე წინსვლა ფაქტობრივად შეუძლებელია.


imedi.ge





შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას (ფოტოები)

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას (ფოტოები)
access_time2020-06-02 12:00:42
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას. საუბარია ოზურგეთში, შეკვეთილთან, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული ახალი დენდროლოგიურ პარკზე. ამის შესახებ ინფორმაციას და პარკის ფოტოებს ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად 31 მაისს გახლდით. 15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და...

ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ

ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ
access_time2020-06-02 10:00:01
სამოთხე დედამიწაზე-ასე უწოდებენ მოლაშქრეები ტობავარჩხილის ტბებს. დაუვიწყარ ადგილს საქართველოში, რომელის ულამაზესი, ველური და ხელშეუხები ბუნება ნებისმიერი მნახველის აღტაცებას იწვევს. რეალობად ქცეულ ზღაპარს, ყოველწლიურად უამრავი ქართველი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ ტბამდე მისაღწევად, შესაძლოა ტურისტს სამი დღე დასჭირდეს ეს ურთულესი მარშუტი ერთ-ერთი მიმზიდეველი ადგილია, ადგილი რომლის პოპულარობაც ყოველწლიურად იზრდება. ტობავარჩხილის ტბებისაკენ ერთ-ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up