ირაკლი წულაია: „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ დახმარებით, „ფრონტერას“ თემაზე წერილის ავტორ კონგრესმენებთან აქტიურად მართავდა შეხვედრებს

ირაკლი წულაია: „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ დახმარებით, „ფრონტერას“ თემაზე წერილის ავტორ კონგრესმენებთან აქტიურად მართავდა შეხვედრებს

access_time2020-05-16 22:40:36

 

გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ ავტორი ირაკლი წულაია „ფრონტერას“ თემას ეხმაურება. მისი განცხადებით, ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კორპორატიული დავა პოლიტიკური მანიპულაციების წყაროდ იქცა. ცხადია, რომ ამერიკული კომპანია მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს და ფაქტობრივად ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭებით აშანტაჟებს სახელმწიფოს. „კომპანიის მოტივი აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ აქ მთავარი „ნაციონალური მოძრაობის“ მოტივია. „ნაციონალური მოძრაობის“, რომელთა წევრებიც 2019 წლის ნოემბერში, ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ დახმარებით წერილის ავტორ კონგრესმენებთან „ფრონტერას“ ტემაზე აქტიურად მართავდა შეხვედრებს. ჩვენ ამ შეხვედრების დამადასტურებელი დოკუმენტიც კი მოვიპოვეთ. დოკუმენტში რასაკვირველია კონკრეტულად არ წერია თუ რა იყო შეხვედრების მიზანი. მაგრამ ფაქტია, რომ ამ შეხვედრების შემდეგ, მალევე დაიწყო წერილების ორგანიზებულად დაგზავნა საქართველოს მთავრობისთვის და მისი მეთაურისთვის. დიდი პოლიტიკური ანალიზი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამ წერილების დამკვეთი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და „ფრონტერას“ საქმით პოლიტიკური მანიპულაციებიც სწორედ მათი გეგმის ნაწილია“,-აცხადებს „ბიზნესი იმედზე“ გადაცემის ავტორი. ირაკლი წულაიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიძლება ფიქრობენ, რომ ამით მმართველი გუნდის რეიტინგს დააგდებენ. მაგრამ აშკარაა, რომ პოლიტიკური მანიპულაციებით ზიანდება არა მმართველი გუნდის, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ინტერესები. ზიანდება ქვეყანა, ზიანდება მისი ეკონომიკა, ზიანდება მისი საინვესტიციო რეპუტაცია. არადა ამაში, ყველა ხელისუფლების საკმაოდ დიდი შრომაა ჩადებული, მათ შორის ზემოთ ხსენებული პარტიის მმართველობის ხანაშიც.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up