ირაკლი წულაია: „ფორმულას“ სიუჟეტის მიზანი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ცალსახად ნეგატიური განწყობის შექმნა იყო

ირაკლი წულაია: „ფორმულას“ სიუჟეტის მიზანი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ცალსახად ნეგატიური განწყობის შექმნა იყო

access_time2020-06-13 17:02:51


„ბიზნესი იმედზე“ ავტორმა ირაკლი წულაიამ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასულ სიუჯეტზე ისაუბრა. 6 ივნისს გასულ რვა წუთიან სიუჟეტში გვიამბეს, თითქოსდა კომპანია „ავიასერვისი“ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და ევროკავშირთან დადებულ ასოცირების შეთანხმებას არღვევს. სიუჟეტში ითქვა ისიც, რომ ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველო ვალდებული იყო 2020 წლიდან ხმარებიდან ამოეღო რუსული წარმოების ვერტმფრენები, თუმცა ივანიშვილის კომპანია ამას არ ასრულებს და ავღანეთში დაფრინავს.


მართალია, აღნიშნული ავიაკომპანია 2014 წელს „ქართუ ჯგუფის“ მიერ დაფუძნდა., მაგრამ 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის სურვილით „ქართუმ“ აქტივები გადასცა ამავე კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულად უზრუნველყოფდნენ ვერტმფრენების ექსპლუატაციას. „ავიასერვისის“ თანამშრომლებმა 2017 წლის 30 ოქტომბერს დააფუძნეს კომპანია „აერო როტორ ჰოლდინგი“, რომელთაც გადაეცათ მფლობელობაში კომპანია „ავიასერვისი“. „მარტივად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი თხუთმეტწლიანი აქტივი თანამშრომლებს აჩუქა. „აერო როტორ ჰოლდინგის“ ამონაწერში მითითებულია ის ცხრა პირი, რომლებიც „აეროსერვისის“ მფლობელები გახდნენ. სწორედ ეს მთავარი დოკუმენტი დამალა ტელეკომპანია „ფორმულამ“ და „ავიასერვისის“ მფლობელად ისევ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოში რეგისტრირებული რუსული წარმოების ვერტმფრენებს მხოლოდ „ავიასერვისი“ არ ფლობს. ასეთივეა ავიაკომპანია „თუშეთიც“. თუმცა, სიუჟეტში ფაქტები ისე იყო მოყოლილი, რომ მხოლოდ ივანიშვილის ვერტმფრენები ქმნიან პრობლემას. რუსული წარმოების 8 ვერტმფრენიდან, 7 კომპანიას ლიზინგის წესით ყავს აყვაანილი და მათ საერთაშორისო მისიებში იყენებს.
რაც შეეხება ევროკავშირთან შეთანხმების დარღვევას, ეს პუნქტიც რბილად რომ ვთქვათ, სიუჟეტში საკმაოდ ზერელედ და ზედაპირულად იყო განხილული. საკითხი, უფრო ღრმად რომ შეესწავლათ აღმოაჩენდნენ, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, ვინც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციისგან, შეთანხმების აღნიშნული პუნქტის გადავადება ითხოვა. ასეთები არიან, ლიტვა და სლოვაკეთიც. ვინაიდან, ვერტმფრენების ჩანაცვლება რთული პროცესია, იმისათავის რომ პროცესმა სფეროს ეკონომიკური ზარალი არ მოუტანოს, გარკვეული დროა საჭირო. ამასთანავე ამ პუნქტის გადავადება, ქართულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ისეთი ორგანიზაციების ტენდერებში, როგორიცაა: გაერო, ნატო და ა.შ. მათი შედარებითი დაბალი ღირებულება საშუალებას აძლევს კომპანიას მოიგოს მისიების მიერ გამოცხადებული ტენდერები და შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა პირველ რიგში, სწორედ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.



თუი კომპანია ვერ მიიღებს შემოსავლებს საერთაშორისო ტენდერებში, დაკარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს. ფაქტობრივად, დახურვის პირას მივა და უმუშევრად დატოვებს 200-მდე დასაქმებულ ადამიანს. 2011 წელს სააკაშვილმა და კეზერაშვილმა, როცა მართლა ეკუთნოდა ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილს, შეუჩერა საქმინობა „ავიასერვისს“ და რაც მაშინ ბოლომდე ვერ მოახერხეს ახლა ცდილობენ თქვენ აზრზე ზეგავლენით განახორციელონ“,-აცხადებს ირაკლი წულაია .



მისი ინფორმაციით, კომპანიას თავისი წილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში. ზრდის პროფესიონალ კადრებს. ქართული დროშით დაფრინავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გადავადება, არა ერთი ადამიანის და არა მისი კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნის ინტერესებში შედის.


„სიუჟეტში კი ეს ფაქტი წარმოგვიდგინეს როგორც საფრთხე და ქვეყნის ინტერესების იგნორირება. ტელეკომპანია „ფორმულას“, რომელიც მულტიმილიონერი და ომში დამარცხებული ქვეყნის ყველაზე სწრაფად გამდიდრებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის ტელევიზიაა, არ უცდია ობიექტური სურათის დახატვა. მან თავისი წილი სიცრუე და სპეკულაცია შემატა ფეიკნიუსთა ტევად არქივს“,-აცხადებს „ბიზნესი იმედზე“ გადაცემის ავტორი ირაკლი წულაია.


თეგები:
ივანიშვილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up