ირაკლი სესიაშვილი - „მუქარის წერილის დედანთან

ირაკლი სესიაშვილი - „მუქარის წერილის დედანთან" დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაველოდოთ

access_time2019-10-22 19:00:14

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება „მუქარის წერილის დედანთან” დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაელოდოს.

 

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი მთავარი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საექსპერტო პროცედურები ამომწურავად უნდა ჩატარდეს.

 

“მეორე საკითხია, რამდენად სანდოა მამუკა ხაზარაძის განცხადებები, ვინაიდან პოლიტიკურ კონტექსტში მისი პოლიტიკური განცხადებები არა მხოლოდ დამაჯერებელი არ იყო, არამედ ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები გააჟღერა. ცხადია, გამოძიებას თავისი წესი, მოთხოვნები აქვს და ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაველოდოთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, გენერალურ პროკურატურაში წარდგენილ მასალებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

პროკურატურის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგამოძიებო უწყებაში ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება წარადგინეს.

 

საგამოძიებო უწყებაში განმარტეს, რომ „მუქარის წერილის დედანი“ პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მასზე ეფექტური კვლევების ჩატარებას ართულებს.

 

წყარო: პირველი არხი





იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა
access_time2020-05-29 10:50:08
საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

Biletebi.ge-მ ახალი პლაფტორმა Eqimtan.ge შექმნა

Biletebi.ge-მ ახალი პლაფტორმა Eqimtan.ge შექმნა
access_time2020-05-29 11:30:29
Biletebi.ge-მ ახალი ონლაინ-პლატფორმა Eqimtan.ge-შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, ეს პლატფორმა პაციენტებს კლინიკებში ჩაწერისა და სატელეფონო კონსულტაციის მიღების საშუალებას მისცემს. „გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ღონისძიებების 100 პროცენტი გაუქმებულია, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა  საკმაოდ მარტივია - ძალიან მალე გავუშვებთ ახალ ვებ-პლატფორმას  - EQIMTAN.GE,...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...


მსგავსი სიახლეები

up