ირაკლი როსტომაშვილი თბილისის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას მხარს უჭერს

ირაკლი როსტომაშვილი თბილისის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას მხარს უჭერს

access_time2018-07-25 19:35:58

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 24 ივლისს წარმოადგინა, დადებითად აფასებს და ძირითად კომპონენტებში მხარს უჭერს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.


თბილისის მერის ახალ დოკუმენტში შესულ საკითხებთან დაკავშირებით, „მენაშენეთა ასოციაციამ“ დედაქალაქის ხელისუფლებაში კახა კალაძის მოსვლის შემდეგ, პროგრამის „შენი იდეა მერს“ ფარგლებში რეკომენდაციების 12-პუნქტიანი პაკეტი შეიმუშავა. ირაკლი როსტომაშვილმა M2B-ს კითხვაზე: მერისა და მენაშენეთა შეხედულებების დამთხვევა შემთხვევითობაა თუ მერმა მენაშენეთა რეკომენდაციები გაითვალისწინა? – აღნიშნა, რომ ეს რთული სათქმელია და როდესაც მერიის ხელმძღვანელობა სწორად მუშაობს, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ჯანსაღ მიდგომებში მერისა და სპეციალისტთა შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვეს.


„დედაქალაქის მერი, ჩემი აზრით, ამ საკითხებზე მუშაობს. ალბათ, სხვადასხვა სპეციალისტს შეხვდა, მათ შორის ჩვენც. ჩვენი პოზიციები წერილობითაც მივწერეთ და, ალბათ, აწონ-დაწონა და ზოგი მოსაზრება გაიზიარა კიდეც. ჩემთვის მიუღებელია, რომ, მაგალითად, ჩვენ რაღაც ვუკარნახეთ და კალაძე გამოვიდა და თქვა. ცხადია, ასე არ იყო. ძალიან მიხარია, რომ დიალოგის რეჟიმია და განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცას იზიარებს. რაღაც საკითხებს ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ, ისინი, კონკრეტულად კალაძე – არა, მერიის სხვა თანამშრომლები – სხვანაირად“, – უთხრა M2B-ს ირაკლი როსტომაშვილმა.


„მგონია, რომ რაღაცა შეიძლება სხვანაირად გაკეთდეს, მაგრამ ყველაფერში მართალი ვერ ვიქნები. ვფიქრობ, კახა კალაძემ იცის, რომ საკმაოდ გამოცდილი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორი-არასწორზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩემთვის მთავარია წინსვლა და გაუგებარია, წინამორბედი მერის შემთხვევაში რატომ ფიქრობდნენ სამი წელი, რა გაეკეთებინათ“, – აცხადებს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.


ირაკლი როსტომაშვილის თქმით, ამ საქმეში ის და მისი კოლეგები, ვისთანაც ურთიერთობა აქვს, მერს გვერდში დაუდგებიან.
„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის აზრით, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაში კიდევ უფრო უნდა გამოიკვეთოს ფეხით მოსიარულეთა პრიორიტეტულობა.



„ძალიან არ მომწონს, თბილისში გზებზე გადასასვლელი რკინის ხიდები რომ გააკეთეს. რატომ გააკეთეს? – იმიტომ რომ მანქანას შუქნიშანზე გაჩერება არ მოუწიოს. იდეა ხომ ესაა? და ფეხით მოსიარულე, მათ შორის დედა, რომელიც ეტლით ბავშვს ასეირნებს, უნდა ავიდეს ამ კიბეებზე, გადავიდეს. იმიტომ რომ საჭესთან მჯდომმა ერთი წუთით წითელზე არ გააჩეროს. ჯობია, ნებისმიერი ადამიანი გადავიდეს გადასასვლელზე და მანქანაში მჯდომმა ერთი წუთით მეტი გააჩეროს. წვიმაში, სიცხეში და ნებისმიერ ამინდში ადამიანი უნდა ავიდეს კიბეზე მესამე სართულის დონეზე და ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ვიღაცა, ვინც კონდიციონერიან ჯიპში ზის, 30 წამით არ შეყოვნდეს. ჩემთვის ეს მიუღებელია“, – მიიჩნევს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.


ირაკლი როსტომაშვილის აზრით, აღნიშნულ გადასასვლელებზე უნდა დადგეს შუქნიშნები, დაიხაზოს ზებრები, რათა ადამიანები თავისუფლად გადაადგილდნენ. პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეითი.


„ჩემთვის მთავარია, რომ გვაქვს სატრანსპორტო პოლიტიკა. არ მომწონს ის, რომ კარგად არ არის გამოკვეთილი ქვეითის პრიორიტეტი. ჩემი აზრით, ეს არის უმთავრესი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ფეხით მოსიარულეს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი და მერე ამის მიხედვით დავალაგოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მანქანების, ველოსიპედების და სხვა საკითხები“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.


„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ასევე, დადებითად აფასებს თბილისის მერის ინიციატივას დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლებასა და მთავარ გამზირებზე იზოლირებული ზოლების მოწყობასთან დაკავშირებით, რომლებზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად ივლის.



(NS)






დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up