არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობა. ყველას დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის“, – წერს ირაკლი როსტომაშვილი ფეისბუქზე.