ირაკლი როსტომაშვილი - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი ფაქტი კიდევ იქნება, რადგან საქართველოში ავარიული უფრო მეტი შენობაა, ვიდრე საღი

ირაკლი როსტომაშვილი - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი ფაქტი კიდევ იქნება, რადგან საქართველოში ავარიული უფრო მეტი შენობაა, ვიდრე საღი

access_time2021-10-11 14:40:00

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, არქიტექტორ ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ბათუმში შენობის ერთ-ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტი, 99%-ით პირველი სართულის ან სარდაფის შუა ნაწილში მზიდი კედლის გამოცლამ გამოიწვია.


ამასთან, როსტომაშვილის თქმით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი ფაქტები სხვა ბევრიც აუცილებლად იქნება, რადგან საქართველოში ავარიული უფრო მეტი შენობაა, ვიდრე საღი.


„პირველივე დღეს, როცა ეს მოხდა, დავაფიქსირე აზრი, რომ ნგრევის პროცესი, როგორც კადრებიდან ჩანს, ისე დაიწყო, რომ დაწოლა მოხდა პირველი და მეორე სართულს, გადახურვის ფილებს შორის და პირველი სართულის ბათქაშიც კი გამოინგრა. ეს 99%-ით გამოწვეული იყო პირველი სართულის ან სარდაფის შუა ნაწილში მზიდი კედლის გამოცლის გამო - ეს ცალსახაა. ბევრად ნაკლებია საღი შენობა თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში.მსგავსი პრეცედენტები აუცილებელი კი არა აუცილებლად იქნება და ძალიან გახშირდება, ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ასეა.



სპეციალისტებმა ცხადია, უნდა შეიმუშაონ კანონმდებლობა, მე ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია, მაგრამ სჯობს დროზე გავაკეთოთ. ეს არის მშენებლობის სამინისტრო. თან ეს მშენებლობა ცუდია თუ კარგია, მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს, ამის რეგულაცია და სწორ ჩარჩოებში მოქცევა არის აუცილებელზე აუცილებელი. მე მგონია, რომ ეს არის პრიორიტეტი, რადგან თბილისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე არის ავარიული ფონდი, მე არ მინდა მოსახლეობა დავზაფრო, მაგრამ 4-5 ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“, - განაცხადა როსტომაშვილმა.


IPN.GE






თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები
access_time2021-10-16 14:00:40
ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები,...


მსგავსი სიახლეები

up