ირაკლი ქარსელაძე - შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება

ირაკლი ქარსელაძე - შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება

access_time2019-09-25 23:19:30

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წლევანდელი ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც მილიარდ 302 მილიონი ლარია, შესრულდება. ამ პროგნოზის საფუძველს მიმდინარე წლის ბიუჯეტის 6 და 8-თვიანი შესრულების სტატისტიკა იძლევა, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარსელაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.


გადაცემაში ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ გზების მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტები ხშირად ფერხდება და ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები ექმნება.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წელს პრაქტიკულად არც ერთი პროექტის გადავადება არ მომხდარა და მიმდინარე წლის ბიუჯეტი აუცილებლად შესრულდება.


„2018 წლის მდგომარეობით ყველაზე მაღალი ბიუჯეტი გვქონდა. 2017 წელს იყო 873 მილიონი ლარი. შარშან ფაქტობრივი საკასო შესრულება იყო მილიარდ 400 მილიონი ლარი, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, 400 მილიონის მატება გვქონდა. წელს შედეგები უკეთესია, ვიდრე 2018 წელს. 6 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36-პროცენტიანი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება რვა თვის მონაცემებს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგვისტოს ბოლოს მდგომარეობით 50-პროცენტიანი მატებაა. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ წლევანდელი მილიარდ 302 მილიონის მოცულობის ბიუჯეტი შესრულდება და ამის თქმის საფუძველს 6 და 8 თვის შედეგები იძლევა. უნდა ვახსენოთ ის გარემოება, რომ რვა თვის მდგომარეობით, აბოსოლუტურ გამოსახულებაში 565 მილიონ ლარზეა საუბარი და 510 კილომეტრის გზას უკვე რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს მთლიანად. 2018 წელს მთელი წლის განმავლობაში 218 კილომეტრი იყო“, – განაცხადა ქარსელაძემ.



მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე დასრულდება ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გზებიც როგორიცაა რაჭაში ნიკორწმინდასთან, ლეჩხუმში კი ხვამლის მთასთან მისასვლელი გზა, ასევე გორდი-ძეძილეთის პროექტი, რომელიც პრომეთეს მღვიმიდან ოკაცეს კანიონამდე მისასვლელ დროს გაანახევრებს.


რაც შეეხება გადავადებული პროექტების პრობლემას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წელს არც ერთი პროექტის გადავადება არ მომხდარა და პრობლემური პროექტებიც კი დაიძრა. რაც შეეხება ტენდერებს, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით რვა თვის განმავლობაში 662 მილიონი ლარის მოცულობის ტენდერი შედგა და ხელშეკრულება გაფორმდა.


„გადავადებული არცერთი პროექტი არ არის. უფრო მეტიც, ტემპი გაორმაგებულია და პრობლემური პროექტების დაძვრაც მოხერხდა, მათ შორის სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც გამოწვევებით არის ცნობილი. 2020 წელს ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთს, რომელიც ყველაზე ინტენსიურად დასახელებული მონაკვეთია, გვერდს აუვლის ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის მაგისტრალური გზა. ცალკე უნდა აღინიშნოს ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლი. როგორც გეგმით და ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, 2020 წელს დასრულდება. 2020 წელს ხაშურს ექნება 13 კილომეტრიანი ოთხზოლიანი, ბეტონის საფარიანი შემოვლითი მაგისტრალური გზა“, – განაცხადა ქარსელაძემ.


1tv.ge





BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up