რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამაში „განახლებული რეგიონები“ თვითმმართველობების ჩართულობა უპეცედენტოა. ახალი შესაძლებლობები ჩნდება, როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
,,ძალიან საინტერესო პროცესია, ასეთი ტიპის და მასშტაბის გადაწყვეტილებები აქამდე მუნიციპალიტეტებს არ მიუღიათ. ეს არ არის მხოლოდ გზის და სკვერის რეაბილიტაცია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარკობთ ყველაფერზე ერთად, გამდიდრებულით უკვე კონკრეტული ფუნქციებით, ისეთი ელემენტების დამატებით რომელიც ეკონომიკურ ბიძგს მისცემს მათ“-აღნიშნა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ირაკლი ქარსელაძემ დეტალურად ისაუბრა კონკრეტული მუნიციპალიტეტების პროექტებზე, რომლებიც მათ სულ სხვა პერსპექტივებს უხსნის.
,,მაგალითად ქობულეთში მოეწყობა ბულვარი, რომელიც დღეს ფაქობრივად არ არსებობს, სადაც ძალიან მჭიდროა დასახლება. მოსახლეობას ასეთი ბულვარის პირობებში აბსოლუტურად სხვა პერსპექტივა გაუჩნდება. იგივე ჩასულ ტურისტებსაც მიეცემათ შსაძლებლობა ძალიან საინტერესოდ გაატარონ დრო.
ბათუმში ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ითვალისწინებს ახალი ბულვარის, მწვანე დერეფნის მოწყობას. ასეთი ჯერ ბათუმს არ ჰქონია. პერპენდიკულარულად იმ ბულვარისა, რაც მოწყობილია ინტენსიურად განაშენიანებულ გარემოში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეკრეაციული მწვანე სივრცე, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვითარებას. იქნება კონკრეტული სარგებელი როგორც ადგილობრივი მოსახლესთვის, ისე ვიზიტორებისთვის.
მესტიას დღემდე არ ჰქონდა რეკრეაციული პარკი. მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები. ოზურგეთში ყოფნისას განვიხილეთ ოზურგეთის პარკის ახალი შესაძლებლობები.
ყველა გადაწყვეტილება არის მიმართული კონკრეტული სარგებელისკენ. ძალიან საინტერესო სამუშაო ელოდებათ არქიტექტურულ-ურბანულ კომპანიებს. პროგრამა, რომელიც საქრთველოს პრემიერ -მინისტრის მიერ არის ინიცირებული ნამდვილად უპრეცენდენტოა, მიუხედავად იმისა რომ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორიცელეთ, მათ შორის ურბანული განახლების, 63 მუნიციპალიტეტში ამ მოცულობის სამუშაოები არასდროს გვქონია“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.