ირაკლი ქარსელაძე - მცხეთის გენგეგმის კონცეფციის განხილვაში მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტმა დროულად უნდა უზრუნველყოს

ირაკლი ქარსელაძე - მცხეთის გენგეგმის კონცეფციის განხილვაში მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტმა დროულად უნდა უზრუნველყოს

access_time2021-02-22 21:22:23

მცხეთის გენგეგმის მომზადებაში ჩართულია 11 პროფესიული ჯგუფი, 7 საერთაშრისო და დამოუკიდებელი ექსპერტი, ასევე იუნესკო, საპატრიარქო და მონიტორინგის მიზნით შემნილია ორი საბჭო - ერთი პროფესიული, მეორე კი უწყებათაშორისი - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრობის კანდიდატმა ასევე განმარტა, რომ სწორედ ამგვარი მაღალი ჩართულობით მომზადდა მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ფაქტობრივი კვლევების შედეგები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის, საპატრიარქოს და ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალურად ყველა ასპექტი.



ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ ეტაპზე კონცეფციის დოკუმენტის გამოქვეყნება და საჯარო განხილვებში მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს, რაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე, გაურკვეველი მიზეზების გამო არ მომხდარა.




„მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირას გვქონდა ამაზე საუბარი, დოკუმენტი დღემდე არ არ არის გამოქვეყნებული. აღნიშნული პროცესის შეუფერხებელი წარმართვა და მოსახლეობის ჩართვა მნიშნელოვანია, რომ მთლიანად გენგეგმის შემდგომი დეტალური დამუშავება იუნესკომ, საპატრიარქომ და ყველა ჩართულმა მხარემ შეუფერხებლად განახორციელოს და და მოკლე ვადაში მივიღოთ უკვე ის ნამდვილად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მდიდარი ,ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის უკიდურესად მაღალი ინტერესის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს მცხეთის გენგეგმის კონცეფციას.




The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება

The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება
access_time2021-03-08 20:30:41
OPEC+-მა ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ალიანსის ქვეყნები მოპოვების მაჩვენებელს უცვლელად დატოვებენ. გამონაკლისის სახით, რუსეთს და ყაზახეთს ჯამური მოპოვების დღე-ღამეში 150 000 ბარელით გაზრდის უფლება მიეცა.შესაბამისად, პადნემიამდელ პერიოდთან შედარებით მოპოვების შემცირდება 6,9 მლნ. ბარელი იქნება, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელ 9 მლნ.-ს...

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება
access_time2021-03-08 19:00:31
ევროკავშირის ერთიანი ვაქცინაციის ფრონტი, არასაიმედოობის გამო, იშლება - სულ უფრო ხშირად სხვადასხვა ქვეყნები ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ. ეს არა მხოლოდ ვაქცინაციის პრობლემებთან, არამედ ევროკავშირში ძალის ახალი ცენტრების გამოჩენასთანაცაა დაკავშირებული.კერძოდ, ავსტრია და დანია ისრაელთან ე.წ.  სავაქცინო ალიანსის შექმნას გეგმავენ. ევროკავშირის რეაქცია ამ დემარშზე მოზომილი იყო - ევროკომისიის წარმომადგენლის ერიკ მამერის თქმით, „ევროკავშირის...

"კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში შეიძლება რესტორნებს რამე ეშველოს" - გურამ ბაღდოშვილი

access_time2021-03-08 14:30:54
სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორნების შიდა სივრცეებში მუშაობის დღეიდან განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შიდა სივრცეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ისეთია, რომ შესაძლოა რესტორნების ნაწილი არც გაიხსნას.   „ზოგიერთ რესტორანს შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, აქედან გამომდინარე მგონია გახსნა არ უღირს. წარმოიდგინეთ, თუ 50 კვადრატული მეტრის ფართი გაქვს, სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეგიძლია,“ - აცხადებს...

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს
access_time2021-03-08 16:00:00
საქართველოდან ცოცხალი ყვავილების ექსპორტი გაიზარდა, ქვეყანაში იმპორტი კი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან 39 870 აშშ დოლარის ცოცხალი ყვავილები გავიდა, ხოლო 2019 წელს - 28 830 აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ...

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!
access_time2021-03-08 12:28:25
საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება...


მსგავსი სიახლეები

up