ირაკლი ქარსელაძე - მცხეთაში ახალი სახელმწიფო პროგრამის პროქტები გენგეგმის გათვალისწინებით, ყველა კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით შეირჩევა

ირაკლი ქარსელაძე - მცხეთაში ახალი სახელმწიფო პროგრამის პროქტები გენგეგმის გათვალისწინებით, ყველა კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით შეირჩევა

access_time2021-05-13 13:50:00

ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული პროექტები ურბანულ განახლებასთან ერთად ითვალისწინებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლის რეაბილიტაციას. მათ შორისაა დუშეთში ილიას სასამართლო, ყაზბეგში ცენტრალური მდებარეობის და მიმდებარე სახლები, თიანეთში ყველა ასაკის ადამიანისთვის ფუნქციურად დატვირთული სივრცეების მოწყობა-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამართული სპეციალური კომისიის სხდომის შემდეგ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მცხეთაში, პროგრამის განხორციელებისთვის პროექტები ქალაქის გენგეგმის გათვალისწინებით, ყველა კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით შეირჩევა.


„რაც შეეხება მცხეთას, მოგეხსენებათ, ჩვენ გენგეგმის დამუშავების პროცესში ვიმყოფებით და როდესაც უკვე პროცედურულად მოგვეცემა შესაძლებლობა, შერჩეული იქნება შესაბამისი არეალები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გენგეგმასთან, იუნესკოსთან, ძეგლთა დაცვასთან და ყველა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმების პირობებში განხორციელდება“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სტეფანწმინდას ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
კომისიის სხდომას, რომელიც ქალაქ მცხეთაში გაიმართა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან, პირველ ეტაპზე, გადაწყდა სტეფანწმინდას ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება, დუშეთის ისტორიულ უბანში დამატებით 19 ისტორიული სახლის და ქუჩებია რეაბილიტაცია; თიანეთის სპორტული მოედნისა და მიმდენარე რეკრეაციის განვითარება.







500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up