ირაკლი ქარსელაძე - კახეთში მნიშვნელოვანი საგზაო პროექტები ხორციელდება, რაც ძლიერი მუხტი იქნება რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის

ირაკლი ქარსელაძე - კახეთში მნიშვნელოვანი საგზაო პროექტები ხორციელდება, რაც ძლიერი მუხტი იქნება რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის

access_time2021-06-08 13:20:00

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დასკვნით ეტაპზეა. 13 კმ-იან მონაკვეთზე მშენებლობა უკვე დასრულდა, ხოლო დარჩენილ 2.5 კმ-ზე სახიდე გადასასვლელის, ხელოვნური ნაგებობებისა და ასფლატ-ბეტონის საფარის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



შემოვლითი მონაკვეთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან, რის შემდეგაც ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.



პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სამუშაო პროცესს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გაეცნო.




„უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც კახეთის მიმართულების განვითარების, ასევე საგზაო უსაფრთხოების და ეკოლოგიური თვალსაზრისით. ივლისში გზა გაიხსნება სრულად, რაც გადაადგილების დროის განახევრებას უზრუნველყოფს. ამას გარდა, კახეთში, მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს ბაკურციხიდან წნორის მიმართულებით. ეს მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. აქ, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მეშვეობით, ყველანაირი სტანდარტის გათვალისწინებით მოხდება გადაადგილება და ამასთანავე აქაც განახევრდება გადაადგილების დრო. ეს და სხვა დაგეგმილი პროექტები იქნება ძლიერი მუხტი კახეთის პოტენციალის შემდგომი განვითარებისთვის,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.



უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება 35 კმ მდე საგარეჯო-წნორის გზის მშენებლობაზე. გზის ერთი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, ხოლო დანარჩენი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რაც ქართულ კომპანიებს ტენდერში კონკურენტული მონაწილეობის საშუალებას მისცემს.







მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up