ირაკლი ქარსელაძე - „გაიხსნა რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთი. ისტორიული დღეა საუკუნის პროექტის - რიკოთის მონაკვეთის მშენებლობაში“

ირაკლი ქარსელაძე - „გაიხსნა რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთი. ისტორიული დღეა საუკუნის პროექტის - რიკოთის მონაკვეთის მშენებლობაში“

access_time2021-09-23 22:30:00

„გაიხსნა რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთი. ისტორიული დღეა საუკუნის პროექტის - რიკოთის მონაკვეთის მშენებლობაში. ამ 2 კმ-იან მონაკვეთზე გვაქვს 3 გვირაბი და 6 ხიდი და რეალურად ეს არის პირველი შესაძლენლობა ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებსათვის შეიგრძნონ უკვე ფიზიკურად, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტის მაგისტრალური გზა,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



რიკოთის მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორ ზოლიან ხევი-უბისას ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.



ამჟამად მოძრაობა გაიხსნა 2 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო პარალელურად არსებულ 2 ზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.



ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა (სიგრძით: 98 მ; 65 მ; 98 მ; 98 მ; 65 მ და 131 მ) და 3 გვირაბს (სიგრძით: 70 მ; 182მ; 100 მ).



„მოძრაობის გადმორთვის პირობებვში, უკვე მეორე 2 ზოლიან მონაკვეთზე ინტენსიურად გაგრძელდება სამუშაოები და მთლიანობაში, პროგრესის გათვალისწინებით, უკვე მომდევნო მონაკვეთების გახსნა გვაქვს დაგეგმილი,-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.



რიკოთის საურელტეხილო ზგის მშენებლობის ფარგლებში, სულ აშენდება 51.6 კმ-მდე კმ გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი. ინტენსიური უკვე სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდზე და 47 გვირაბზე, ხოლო 8 გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.




რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქარონსული მაგისტრალისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკურ და სტრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.



რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა არის საუკუნის პროექტი, რომელიც სრულდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების სიჩქარე გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება.



რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.



რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მეოდნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.



COVID 19-ის გამოწვევის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ გაჩერებულა და მათი პროგრესი შენარჩუნებულია. რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა 68% საქართველოს მოქალაქეა.



ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.



რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.







ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს
access_time2021-10-20 19:00:27
ბოლო 2-3 წელია, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს ებრძვის და რამდენიმე ათასი ერთეულის ამოღება ოფიციალურადაც დაადასტურა. თუმცა ქართველი ენერგეტიკოსები ამ პროცესის მიმართ უნდობლობას აშკარად ამჟღავნებენ. ენერგეტიკოს გია არაბიძეს აღსრულების მექანიზმი სუსტი ეჩვენება. თუმცა ოკუპირებულ რეგიონში მაინინგის ამოღების ფაქტების საფუძველზე ასკვნის, რომ აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს ენერგომოხმარება 5-7%-ის ფარგლებში შეამციროს. ,,მაინინგს აფხაზეთი ებრძვის...

ლუკოილის შეთავაზება მომხმარებლებს

ლუკოილის შეთავაზება მომხმარებლებს
access_time2021-10-20 16:55:36
ლუკოილი იმ გლობალური კომპანიების მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც უკვე ხანგრძლივი პერიოდია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელიც კარგად იცნობს. სწორედ ლუკოილი იყო პირველი ნავთობკომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ევრო 5 სტანდარტის საწვავი შემოიტანა. ხარისხის მაღალ სტანდარტთან ერთად ლუკოილ ჯორჯიას მუდმივად გამოარჩევს ხელმისაწვდომი ფასები, რაც საწვავის ფასების საერთო მატების ფონზეც კი შესამჩნევია და მომხმარებლის კეთილგანწყობას იმსახურებს.   ლუკოილ...


მსგავსი სიახლეები

up