ირაკლი ქარსელაძე- ეს პროექტები არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა რეგიონული  განვითარებისთვის და  საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის

ირაკლი ქარსელაძე- ეს პროექტები არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა რეგიონული განვითარებისთვის და საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის

access_time2021-02-20 13:00:37

მიუხეავად პანდემიის გამოწვევებისა შედეგები ნამდვილად გამორჩეული იყო,  განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, დღეს უკვე თბილისიდან ბათუმში შეიძლება 4 საათში ჩახვიდე  უსაფრთხოდ ოთხზოლიანი მაგისტრალით და ეს სწორედ იმის შედეგირომ მხოლოდ 2020 წელს მოვახერხეთ და ყველამ ერთად გავხსენით 70კმ მაგისტრალური გზა, ხაშურის შემოვლითი, ქუთაისის შემოვლითი და ჯაპანა-ლანჩხუთი-ამის შესახებ პარლამენტშიმთავრობისადმი ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.


მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა  არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, 2021 წელს მიუხედავად რეკორდული 2020 წლის ინვესტიციების რაოდენობისა 30 %-ით იზრდება  დაფინანსება სწორედ მაგისტრალური პროექტების მიმართულებით.


,,ბუნებრივია როდესაც მაგისტრალურ პროექტებზე ვსაუბრობთაქ არა მხოლოდ მასშტაბზე, არამედ ტექნიკურტექნოლოგიურ და საინჟინრო სირთულეებზე ვსაუბრობთ. ამჟამად რიკოთის ყველაზე გამომწვევ მონაკვეთზე ნამდვილად საუკუნის პროექტი ხორციელდება, დღეს 53-დან 39 გვირაბის და 96-დან 61 ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს2020 წლის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად  არცერთი დღით არ შეგვიერებია არცერთი სისტემური პროექტი , ბუნებრივია სიტუაციას თავისი ზეგავლენა ჰქონდა, თუმცა ერთიანობაში შეიძლება ითქვას,რომ იმ დაგეგმილ ნიშნულს გადავაჭარბეთ რიკოთის მიმართულებით და ზოგადად მაგისტრალური გზების მიმართულებით „-განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.



მისივე თქმით, გრძელდება ოთხივე მიმართულებით რიკოთის სამუშაოები, ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი -არგვეთა, სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე ლოტი , სადაც ასევე ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები ,რათა შემდგომში უკვე შესაძლებელი იყოს მარტო პირველი ლოტის გახსნის პირობებში 86 კმ არგვეთა და ლანჩხუთამდე  ოთხზოლიანი სრულიად უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზით სარგებლობა.ბათუმის შემოვლითი გზა რომელიც მნიშნელოვანია ,როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის ჭრილში ასევე რა თქმა უნდა ბათუმის,როგორც კურორტის და კიდევ უფრო მეტი  შესაძლებლობის და გამართული კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. 


,,2021 წელს ვაგრძლებეთ ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტის განვითარებას.  ეს არის უწყვეტი 9კმ-იანი საავტომობილო გვირაბი , 15 მეტრიანი დიამეტრის კლდოვან გრუნტებში , ამ არამეტრების გათვალისწინებით ნამდვილად მსოფლიოში უნიკალურ პროექტთან გვაქვს საქმე და ის საბურღი მანქანა ,რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადდა , ვადაზე ადრე უკვე საქართველოშია. 

ვაგრძელებთ რეგიონში დამაკავშირებელ გზებს.  2020 წელს დავიწყეთ და ინტენსიურად გაგრძელდება იმერეთ-რაჭის დამაკავშირებელი გზა , საჩხერე-ონის 51კმ-იანი გზა 2021 წელს დასრულდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონალური კავშირის თვალსაზრისით, არამედ იმ ახალი ბიძგისთის, იმ ახალი შესაძებლობებისთვის,რომელიც უკვე რჭის მთლიან რეგიონს გაუჩნდება, როგორც ონის ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს. რა თქმა უნდა, გრძელდება ბაღდათი აბასთუმანი,  ხულო-ზარზმა, ლენტეხი -მესტია  და მრავალი სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტი,ისევე როგორც უკვე 2021 წელს 200კმ-მდე გზა იქნება ფოთში, ზუგდიდში და ქუთაისში დასრულებული . მრავალი მათგანი უკვე 2020 წელს დასრულდა და ეს ნამდვილად არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა რეგიონალური,  ქალაქების განვითარებისთვის და მათი საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით.“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up