ირაკლი ქარსელაძე - დღეს ქუთაისისა და ქართული სპორტისთვის გამორჩეული დღეა

ირაკლი ქარსელაძე - დღეს ქუთაისისა და ქართული სპორტისთვის გამორჩეული დღეა

access_time2021-06-09 17:30:00

დღეს ნამდვილად გამორჩეული დღეა ქუთაისისთვის და ქართული სპორტისთვის, რადგანაც საფუძველს ვუყრით ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში, ახალი სპორტ-კომპლექსის მშენებლობის გახსნაზე განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


„ეს იქნება ადგილი, სადაც გაიმართება როგორც ეროვნული, ასევე სართაშორისო ტურნირები. პირადად ჩემთვის გაორმაგებულია ეს ემოცია, როგორც ქუთაისელის, როგორც ყოფილი წყალბურთელისთვის. ჩემი მწვრთელი ბატონი ჟორა ქუთათელაძე აქ არის, რომელიც 6 წლის ასაკში გავიცანი და ეროვნულ ნაკრებში პირველი მოწვევისას თან მახლდა. ფასდაუდებელია ამ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც გამოწვევების მიუხედავად მოახერხეს და ახალგაზრდა თაობა სპორტით დააინტერესეს და არა მხოლოდ დააინტერესდეს, არამედ კონკრეტულ შედეგებსაც მიაღწიეს, დიდი მადლობა თქვენ. დარწმუნებული ვარ ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა უდაოდ იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა მომავალი თაობებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


მინისტრმა ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ და სხვა პროექტების განხორციელებაში და მადლობა გადაუხადა ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ შეინ როზენტალს თანამშრომლობისთვის.


ADB - ის ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის გარდა, თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსების მშენებლობა პარალელურად კიდევ სამ ქალაქში - ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდშიც დაიწყება.



ქუთაისში, პროექტის მიხედვით, აშენდება ოლიმპიური სტანდარტის დახურული აუზი, რომლის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ სხვადასხვა ასაკის როგორც მოყვარული სპორტსმენები, ისე ჯგუფები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. აუზის კომპლექსი, ასევე, ითვალისწინებს სავარჯიშო დარბაზებს, 600-მდე მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას და სივრცეებს კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისთვის. სპორტკომპლექსის გარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი, აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.


ობიექტის მშენებლობისთვის 18 თვეა განსაზღვრული.


სპორტ-კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრეებს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რის შემდეგაც პრემიერმა, ირაკლი ქარსელაძემ და შეინ როზენტალმა, მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.


ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ასევე ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up