ირაკლი ქარსელაძე - ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა

ირაკლი ქარსელაძე - ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა

access_time2021-05-08 18:34:48

„დასრულების ფაზაშია ბათუმის მაგისტრალური გზის პროექტი. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, რომელიც სუსტ გრუნტებს და სხვა საკითხებს უკავშირდებოდა, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროგრესი 2020 წლის შემდეგ თვალსაჩინოა - 5 გვირაბიდან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია და 2 მათგანში დასრულებულია მოსახვაც კი. რაც შეეხება ხიდებს, 18 ხიდიდან დასრულებულია 11 ხიდი, 7-ზე კი მიმდინარეობს სამუშაოები.“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების მონახულებისას განაცხადა.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ბათუმის 13 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.
ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
„გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი იქნება პროექტის დამამთავრებელი წელი. გეოლოგიური გამოწვევები გრუნტებთან მიმართებაში არსებობს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში მუშავდება შესაბამისი გადაწყვეტებიც. ბათუმის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთი იქნება უმნიშვნელოვანესი მიღწევა აღმოსავლეთ-დასავლეთ საგზაო დერეფანის განვითარებისათვის, რეომელსაც ასევე, დიდი როლი ექნება არა მხოლოდ მაგისტრალური და სატრანზიტო თვალსაზრისით, არამედ ბათუმის განტვირთვის კუთხითაც,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, უკვე აშენებულ ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. ახალი გზის მშენებლობით, საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროექტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) 329.6 მილიონი ლარით ფინანსდება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60-E70) ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომლის მშენებლობაც რამდენიმე მონაკვეთზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.




500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up