ბათუმის შემოვლით გზაზე ADB-ისა და AIIB-ის 330 მილიონი ლარი იხარჯება

ბათუმის შემოვლით გზაზე ADB-ისა და AIIB-ის 330 მილიონი ლარი იხარჯება

access_time2021-09-25 11:26:41

ირაკლი ქარსელაძე- ბათუმის შემოვლითი გზა განტვირთავს ქალაქს ტრანზიტული მოძრაობისგან, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

 

„ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ბათუმის შემოვლით გზაზე. რეალურად, თოთხმეტი ხიდიდან ძირითადი კონსტრუქციული ნაწილრბი უკვე დასრულებულია 12 ხიდზე და 5 გვირაბიდან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს უკვე გაჭრილი გვირაბების მოსახვითი და საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოები, 2 გვირაბზე კი დაწყებულია ექსკავაციის სამუშაოები.

„რა თქმა უნდა, კვლავ არსებობს გეოლოგიური გამოწვევები, თუმცა სამუშაოების გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მალე გვექნება ბათუმის ახალი შემოვლითი გზა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ბათუმის განტვირთვისთის, ქალაქს აარიდებს ტრანზიტულმოძრაობას, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს შემდგომი განვითარებისთვის,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ბათუმის შემოვლითი 13 კილომეტრიანი გზისმშენებლობის ფარგლებში შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ბათუმის ახალი შემოვლითი გზაგაივლის 7 დასახლებას: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტს, მათ შორის საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს,აღარ მოუწევს ქალაქის საცხოვრებელ და ტურისტულ ზონაში გავლა და ახალი შემოვლითი გზით დაუკავშირდება გონიოს, კვარიათის, სარფის მიმართულებას.


ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსარებს მის ეკოლოგიური მდგომარეობასდა ხელს შეუწყობსსატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დაახლოებით 330 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება.


 

 






რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up