ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება, ქუთაისის შემოვლითი გზა კი 4-ზოლიანი გახდება

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება, ქუთაისის შემოვლითი გზა კი 4-ზოლიანი გახდება

access_time2019-10-24 15:01:52

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს მოხსენებით წარსდგა. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობითვე, ირაკლი ქარსელაძემ, იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც 2020 წელს დასრულდება და ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.



„გარდამტეხი პროგრესია მიღწეული ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, წლის ბოლოს დასრულდება 5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო 2020 წლის ივლისში ხაშურს ექნება შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა. ასევე, 2020 წელს დასრულდება სამტრედია-გრიგოლეთის მე-2, 18 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო მოძრაობა გაიხსნება 14 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული არეალის შემოვლის საშუალებას მოგვცემს,“ - აღნიშნა ქარსელაძემ.



საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, 2020 წელს დასრულდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 200 მლნ ლარის ღირებულების მაგისტრალური, 41 კმ-იანი ახალი 2 ზოლის მშენებლობა, რაც ამ მიმართულებით ორმხრივ უასაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს და ამასთანავე ქალაქ ქუთასში მოძრაობას განტვირთავს.




„2020 წელს, აქტიური სამშენებლოს სამუშაოები იქნება რიკოთის საუღელტეხილო გზის ოთხივე ლოტზე, სადაც ამ დროისთვის ორ ლოტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ასევე, სამშენებლო ეტაპი დაიწყება ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზე, სადაც ხელშეკრულება ორივე ლოტზე გაფორმებულია. მომავალ წელს დასრულდება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზაზე ერთი ლოტის, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა. ამგზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს. ასევე, დასრულდება ბაღდათი-ვანი-დაფნარის 15 კმ-იანი მონაკვეთისა და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.



2020 წელს, საერთო ჯამში, დაგეგმილია 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. ამასთანავე, გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ხობში, ნინოწმინდაში, ლაგოდეხსა და სხვა ქალაქებში ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ჯამური ღირებულება 150 მილიონი ლარია.






27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up