ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით Uzbekitstan Airways-ის წარმომადგენელს შეხვდა

ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით Uzbekitstan Airways-ის წარმომადგენელს შეხვდა

access_time2023-01-27 16:30:30

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში ავიაკომპანია Uzbekitstan Airways-ის წარმომადგენელს, სერგეი შიროვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანიის წარმატებულ ოპერირებას. ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც განიხილავს.



,,მივესალმებით, რომ Uzbekitstan Airways უახლოეს მომავალში განიხილავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლას. ჩვენთვის ნებისმიერი მიმართულება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. ცენტრალური აზიიდან მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ამის წარმატებული მაგალითია ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 წელზე მეტია 4 მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. იმედი გვაქვს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან განხილვის ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კიდევ ერთ ახალ ავიაკომპანიას ვიხილავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.




Uzbekistan Airways - უზბეკეთის მთავარი ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებით დაფრინავს. მათ შორის მაღალი დატვირთვით ოპერირებს თბილისსა და ბათუმში.



საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ Uzbekistan Airways ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის მიმართულებით ტაშკენტიდან კიდევ 1 სიხშირეს დაამატებს ფრენებს A 321neo-ს ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up