ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ.გაყალბებული არჩევნების და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციის და ბულინგის გამო

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ.გაყალბებული არჩევნების და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციის და ბულინგის გამო

access_time2021-05-15 14:52:20

როდესაც ადამიანს აბულინგებ და აბრალებ ყველა ცოდვას, რაც შეიძლება დააბრალო და აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ელემენტარულად ახალი შეტევა მაინც აღარ უნდა წამოიწყო, თუ იმდენი სინდისი არ გაქვს, რომ ბოდიში მოიხადო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციას ბოდიში აქვს მოსახდელი.

„მე არ ვიცი, თამარ ჟვანიას პირადი გეგმები როგორია ახლა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად ვიცი, რომ იმ აღვირახსნილი კამპანიის შემდეგ, რაც ოპოზიციამ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ აწარმოა, თან განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც გაყალბებული არჩევნების შემოქმედნი იყვნენ, სულ მცირე მორალური უფლება რომ მოიპოვონ თამარ ჟვანიას მომავალზე საუბრისთვის, მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ.გაყალბებული არჩვენებისა და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმის შესახებ დღეს უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრას, ქადაგიშვილის თქმით, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით შეთანხმდა.


„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ არცერთ პუნქტს მათ შორის დოკუმენტის სულისკვეთებას არ არღვევს და არ უარყოფს.

პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს ინტერესი, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, ყველა ის წინადადება იქნება გათვალისწინებული, რომელიც ამის უზრუნველყოფას შეეხება. რატომ მიდის „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებთ ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე?! იმიტომ, რომ 2012 წლის შემდეგ არჩევნების ჩატარება აღარანაირად აღარაა დაკავშირებული გაყალბებასთან, აქედან გამომდინარე, ეს ცვლილებები არ არის გაყალბების აღსაკვეთად, რადგან გაყალბება ისედაც აღკვეთილია - საარჩევნო კოდექსიდან ამოღებულია ყველა ის პუნქტი, რითაც ადრე არჩვენები ყალბდებოდა და რომელსაც „მოქალაქეთა კავშირი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა. საუბარია იმაზე, რომ მივიღოთ ისეთი კოდექსი, რომელიც აღქმის დონეზეც კი არავის მისცემს ზედმეტის თქმის უფლებას, ამიტომ შარლ მიშელის დოკუმენტის გარეშეც ვდგამდით ამ ნაბიჯებს და ბოლომდე მივიყვანთ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.


Ipn.ge




500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up