პრობლემები მრავალმხრივია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება საერთო ძალისხმევით, ამ პრობლემასაც გადალახავს, - ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საჭიროა რომ რაციონალური მოქმედება და ოპოზიციაც და პოზიციას უნდა იყოს ოროენტირებული პრობლემის მოგვარებაზე.
„ყოველდღიურად ქრება მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები. ზოგიერთი დამსაქმებლის პრობლემები ობიექტურია, ზოგიერთის კი სუბიექტური. კარგი იქნებოდა, რომ თავის დროზე ყოფილიყო გათვალისწინენული პროფკავშირების ინიციატივა უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშირებით. დამსაქმებლები, რომლებიც რეალურად დგანან პრობლემის წინაშე, მათ მიმართ სოლიდარულები ვართ, მაგრამ არსებობენ მსხვილი კორპორაციები, რომლებმაც აბსოლიტურად უსაფუძვლოდ, თანამშრომლებს შეუზღუდეს ხელფასები, იძულებით გაუშვეს შვებულებაში, ისინი ჯერ ფინანსური პრობლემების წინაშე არ დამდგარან“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, ამ სიტუაციით არავინ უნდა ისარგებლოს და რაც ყველაზე მთავარია, საარსებო მინიმუმი შემწეობა უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს, რომელიც დარჩება უმუშავარი.
„კაფეში მომუშავე ადამიანი რომ უმუშევარი რჩება, ის შიმშილისთვისაა განწირული. ესეთი ტიპის ესკალაციები, ხელს შეუშლის გონივრულად და რაციონალურად გადავლახოთ ეს ვერაგი დაავადება. აქ ყველამ ერთად უნდა იმუშავოს და გაიღოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და არა ისარგებლოს ამ სიტუაციით. მქონდა ინიციატივა, რომ ფული, რაც პროფკავშირებისაა, დავდოთ გარკვეულ ანგარიშზე, რასაც დაბრუნებულ ემიგრანტებს, ექიმებს მოვახმართ, რომლებიც ფრონტის ხაზზე დგანან. საარსებო მინიმუმის ტოლფასი შემწეობა ყველა უმუშევრად დარჩენილს უნდა ჰქონდეს, იქნება მარშუტკის მძღოლი, ჟურნალისტი თუ სხვა“-განაცხადა პეტრიაშვილმა.
imedinews.ge