ირაკლი პეტრიაშვილი: „მინიმალური ხელფასი 320 ლარით განისაზღვრა, რაც უფრო მეტად ადეკვატურია, ვიდრე დღეს არსებული ოდენობა“

ირაკლი პეტრიაშვილი: „მინიმალური ხელფასი 320 ლარით განისაზღვრა, რაც უფრო მეტად ადეკვატურია, ვიდრე დღეს არსებული ოდენობა“

access_time2020-03-05 18:00:24

პარლამენტი მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებს. კანონპროექტის ავტორი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებია. პროექტზე შესაბამის კომიტეტს გასულ წელს უნდა ემსჯელა, თუმცა, შესაბამისი სხდომა ამ დრომდე არ გამართულა. პროექტის მიხედვით, საქართველოში სრულ სამუშაო განაკვეთზე მინიმუმალური ზღვარი 320 ლარით განისაზღვრება. არასრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში კი დამსაქმებელმა დასაქმებულს მინიმუმ 2 ლარი უნდა გადაუხადოს.


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მინიმალური ხელფასის დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელეს.


„ბევრი კვლევა ჩავატარეთ და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაც მოხდა. საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საკმარისი ოდენობა,  მინიმალური ხელფასი მიბმული უნდა იყოს უმუშევრობის შემწეობაზე. გარდა ამისა, მინიმალური ხელფასი დამოკიდებულია დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენასთან, ოჯახის საარსებო მინიმუმთან და ა.შ. ყველა ამ მაჩვენებელმა საბოლოოდ  მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრა, რაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას აქვს ჩამოყალიბებული და ეს 320 ლარია. თუმცა, ეს არ უნდა იყოს იმის განმსაზღვრელი, რომ ადამიანებს მოვუწოდებდეთ არ იმუშაონ და ამ თანხას ისედაც მიიღებენ, უბრალოდ ის არ უნდა იყოს არც მეტი და არც ნაკლები. ეს ციფრი გამომდინარეობს სწორედ ოჯახის საარსებო მინიმუმიდან, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და არის უფრო მეტად ადეკვატური, ვიდრე დღეს ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასია, რომელიც კერძო სექტორში არ აღემატება 20 ლარს, ხოლო საჯარო სექტორში 15 ლარია“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.


 

კანონპროექტის თანახმად, 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს; 200 ლარზე ნაკლები - 63 356-ს; 300 -ზე ნაკლები - 114 000 პირს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი 126 665 ადამიანს ჰქონდა. 126 6654 დასაქმებული დაქირავებით დასაქმებულთა 14.7%-ს შეადგენს, მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up