ირაკლი ოქრუაშვილს რუსთავი 2-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

ირაკლი ოქრუაშვილს რუსთავი 2-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

access_time2019-07-18 22:34:41

ხვალ 11:00-ზე საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილს შეაქვს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში დაუდასტურეს.



ამ ფონზე საგულისხმოა ოქრუაშვილის გუშინდელი განცხადება, რომელიც იმ დროს დაიწერა, როცა „რუსთავი“-2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, ცხადია, ჯერ არ არსებობდა.


ირაკლი ოქრუაშვილმა ეს სტატუსი Facebook-ზე მას შემდეგ დაწერა, რაც მისი დაცვის წევრი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უკანონო ტარების გამო გუშინ დააკავეს. ამ განცხადებაში ის ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.


„სხვა რამე გინდა აშკარად და სხვა ტიპის გზავნილია კობას დაჭერა.


სამი წელია ჩემი და შენი შნირის (ადრე ჩემი იყო სამწუხაროდ) ხალვაშის დავა რუსთავი 2-ზე სასამართლოში თაროზე გაქვს შემოდებული. ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე რუსთავი 2-ის მოთხოვნაო, მერე ექსპერტიზაში წელე საქმე, ეხლა მოსამართლე გამომიცვალე სამი დღის წინ და მაგით მოიგე დრო.


და რა მოიგე ჯამში? ვერაფერი, იმიტომ რომ მაგას არ დაგითმობ. არც კოშაძის დაჭერით და არც სხვისი. რიგით ჟურნალისტებს ვაჩუქებ და შენ არ მოგყიდი“, - წერს ოქრუაშვილი.



ახლა კი იმის შესახებ, აქვს თუ არა მას ტელეკომპანიის მესაკუთრეობაზე დავის საფუძველი:


2016 წელს, მაშინ როცა ტელეკოპანიისთვის ბრძოლა მორიგ ცხელ ფაზაში იყო, მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც „რუსთავი 2“ ამტკიცებდა, რომ ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო.


დოკუმენტის მეორე პუნქტში ნათქვამია, რომ თუ ქიბარ ხალვაში აღნიშნულ შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.


ჯერ კიდევ 2016 წელს ირაკი ოქრუაშვილი „რუსთავი 2-თან საუბარში ამბობდა, რომ იგი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებდა.


„პრაიმტაიმის“ კითხვას ოქრუაშვილის პრეტენზიებთან დაკავშირებით, ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს უპასუხა, რომ დოკუმენტი, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ემყარება, მან გააყალბა და გააყალბა მისი ექსპერტიზაც.


შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ოფიციალურად გადაიფორმა.


ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.


რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.


primetime.ge





თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up