ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა მხარდასაჭერად პარლამენტთან კარავი დაიდგა

ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა მხარდასაჭერად პარლამენტთან კარავი დაიდგა

access_time2019-09-21 16:45:32

საქართველოს პარლამენტის წინ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა მხარდასაჭერად კარავი გაშალეს.

 

კარავი პარლამენტის წინ „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელთა ინიციატივით დაიდგა. მათი განცხადებით, კარავი იქნება პარლამენტთან, სანამ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.

 

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, მთავრობას საუბარი არ ესმის და დაჭერებს, რეპრესიებსა და მუქარებს განაგრძობს.

 

„დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს „გავრილოვის ღამის“ 14 პოლიტპატიმარი, დაწყებული კოშაძით, გაგრძელებული მაჩალიკაშვილით, თამლიანით და დასრულებული ირაკლი ოქრუაშვილით. აქ კარავში ვიქნებით პარტიის წევრები და სხვა ადამიანები. გვექნება ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკოსთან, ისეთ ქართველებთან, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და ვეცდებით, სისხლიან ხელისუფლებას შევაგნებინოთ, 21-ე საუკუნეში პოლიტპატიმრები და ადამიანები, რომელთაც სამშობლო უყვართ, არ უნდა ისჯებოდნენ. მინდა, ყველას ვუთხრა, ეს კარავი არ იდგმება მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილისთვის, იქნება ყველა პოლიტპატიმრისთვის და ყველა ოპოზიციური პარტიის ვალდებულებაა, მოვიდნენ აქ, დადგნენ და გამოხატონ პროტესტი, შეაგნებინონ ხელისუფლებას, რომ მათი დრო დასრულებულია “, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

 

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ამავე საქმეზე კიდევ ორი პირი – გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი არიან დაკავებულები. ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. 19 სექტემბერს კი, ირაკლი ოქრუაშვილი და მასთან ერთად ორი  ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.


1tv




ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა
access_time2020-06-06 15:00:13
“ჩვენ ვცდილობთ არ შევაწუხოთ უმაღლესი თანამდებობის პირები და ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, გვეუბნებიან, რომ თქვენზე მუდმივად მიდის მუშაობა. იმასაც გვეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში ეს მუშაობა დაჩქარდა და მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს ვიცით ჩვენ, მეტი არაფერი”,  - უთხრა რადიო თავისუფლებას 3 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, როცა ვკითხეთ, რა ბედი ეწია დაპირებას ინფექციური საავადმყოფოს ახალ ფართში გადაყვანის შესახებ. 25 მაისს...

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ
access_time2020-06-06 12:00:29
თბი­ლი­სე­ლებს სითი პარ­კის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა...

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან
access_time2020-06-06 11:00:57
მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up