ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშს უჩივის და "პანორამის" დაყადაღებას ითხოვს

ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშს უჩივის და "პანორამის" დაყადაღებას ითხოვს

access_time2017-03-05 13:00:45

"გურია ნიუსის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" გამოცემის ჟურნალისტი წერს.

 

ნატო გოგელია წერს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი კომპანია "პანორამის" დაყადაღებას ითხოვს. დეტალებს "გურიანიუსი" აქვეყნებს. როგორც ირკვევა, "პანორამის" დაყადაღება ირაკლი ოქრუაშვილის მინდობილობით მოქმედმა ადვოკატმა ჯერ კიდევ ოთხი თვიოს წინ მოითხოვა, რადგან ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის ვალი აქვს, რომელიც ამ დრომდე არ დაუბრუნებია:
"ქიბარ ხალვაშს გააჩნია ირაკლი ოქრუაშვილის სასეხო დავალიანება და ამაზე გაფორმებულია შეთანხმება, რაც ერთვის სარჩელს და რაც ადასტურებს ვალის არსებობს.
ხალვაშმა ეს თანხა არ გადაიხადა და ამიტომ გახდა ირაკლი ოქრუაშვილი იძულებული სასამართლოში შეეტანა სარჩელი თანხის დაკისრების მოთხოვნით. ასევე, მოვითხოვეთ სარჩელის უზრუნველყოფა, რომ შემდეგ თანხის ამოღების შესაძლებლობა ყოფილიყო.
ირაკლიმ მოითხოვა როგორც ყადაღის დადება და გასხვისების აკრძალვა, როგორც უძრავ ქონებაზე, ასევე , ქიბარ ხალვაშის 100%-იან წილზე „პანორამაში", - ამბობს ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში. მისი თქმით, სასამართლოს სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

 


შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი-2" ქიბარ ხალვაშსა და კომპანია "პანორამას"(40%წილით) მიეკუთვნა. ამ გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის ევროსასამართლომ 8 მარტამდე შეაჩერა.


ირაკლი ოქრუაშვილი 2016 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ "ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი არ ეკუთვნოდა, ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ს ვგულისხმობ".
ასევე, ადასტურებდა, რომ არსებობს შეთანხმების დოკუმენტი ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რომელიც 2010 წელს გაფორმდა ბერლინში და ადასტურებს, რომ ხალვაში რუსთავი 2-ის ნომინალური მფლობელია. ეს დოკუმენტი მაშინ "რუსთავი-2"-მა გამოაქვეყნა.
ხუთი პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია:
"ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით.
შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს.


ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე."

 



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up