ირაკლი ოქრუაშვილი - მეოთხე ათწლეული დაიწყო, ისევ რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა

ირაკლი ოქრუაშვილი - მეოთხე ათწლეული დაიწყო, ისევ რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა

access_time2020-06-20 21:20:12

მეოთხე ათწლეული დაიწყო, ისევ რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ვერასდროს დაადასტურებს იმას, რომ შარშანდელი პროცესები იყო პოლიტიკური პარტაქტივით მართული პროცესი.

„სამწუხაროა, ერთი მხრივ, რომ მეოთხე ათწლეული დაიწყო, ისევ რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა და ეს ბრძოლა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ გაჩერდება, არ დამთავრდება, რადგან ეს არის მუდმივი და განგრძობადი პროცესი.

შარშან აქ ერთი პოზიტიური მხარე ჰქონდა იმ ტრაგიკულ მოვლენებს, დაიბადა ახალი მებრძოლი თაობა, რომელმაც წინა თაობებისგან გადაიბარა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის დროშა და დარწმუნებული ვარ, მათ უკვე საკუთარი ხელებით მოიპოვეს ის გამარჯვება, რომელიც პროპორციულ არჩევნებს შეეხებოდა, რომელიც მერე უკან წაიღეს, მაგრამ მაინც მოუწევთ უკან დაბრუნება და ამ გამარჯვებებს ეს თაობა გააგრძელებს ეს თაობა კიდევ უფრო დიდ ხანს.

რაც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ვერასდროს ვერ დაადასტურებს იმას, რომ შარშანდელი პროცესები იყო პოლიტიკური პარტაქტივით მართული პროცესი. ეს იყო რიგითი ადამიანების პროტესტი. თუნდაც იმ სისხლის სამართლის საქმეებში, რომელიც ხელისუფლებამ თვითონ გამოიძია, ვერ დაადასტურეს თუნდაც იმ ბრალდებული ადამიანების ერთმანეთთან კავშირი, თუნდაც ჩემთან კავშირი, ნიკა მელიასთან კავშირი, რადგან ყველა იყო აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოსული ამ პროცესში. ხელისუფლებას თუ აქვს სურვილი, საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია მოახდინოს, რომელიც შეელახა, არჩევნები მოდის და მით უმეტეს, გაიუმჯობესოს თავისი რეიტინგი. უნდა აღიაროს დროზე საკუთარი შეცდომა, რომ ჩაიდინა დანაშაული საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულის სტატუსი გაცილებით მეტ ადამიანს უნდა მიანიჭოს, უნდა დასაჯოს ის თანამდებობის პირები, რომლებმაც პირდაპირ გასცეს ბრძანება იარაღის გამოყენებაზე და ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, პროტესტი იყო სპონტანური და გამოიწვია „გარკვეული სამართალდამცავების თავხედურმა ქმედებებმა“.


„იქიდან იყო წყლის გადმოსხმა, ბოთლების სროლა და ა.შ. ამის გამო აღშფოთდნენ ადამიანები, თორემ თქვენ აკვირდებოდით, ალბათ, საათების განმავლობაში ჩვეულებრივად, მშვიდად მიდიოდა პროცესი. პირადად მე 20 ივნისს დილით აქ არ უნდა ვყოფილიყავი, მივფრინავდი საზღვარგარეთ. სრულიად შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ პროცესი გამოიწვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საზოგადოების ზურგსუკან მართული პროცესის შედეგად გავრილოვის ჩამოყვანამ. ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან არ იყო ორგანიზებული, მათი მხრიდან იყო.

პროტესტი რაც იყო, ეს იყო სრულიად ლეგიტიმური პროცესი, რომელიც არ გასცდენია კანონის ჩარჩოებს. ადამიანი შეიძლება, საკუთარ თავს იცავდეს. ვიღაცამ შეიძლება, უკანონო ბრძანება მიიღო და ამ უკანონო ბრძანებას ასრულებდა, ამ ბრძანების შესრულების შედეგად, ადამიანმა შეიძლება, საკუთარი თავი დაიცვა. როდესაც გირტყამენ და გესვრიან, თავი უნდა დაიცვა, ბუნებრივია.

ჩემთან მიმართებაშიც კი, ის სამარცხვინო განაჩენი, რომელიც დააყენა ივანიშვილის სასამართლომ, იქაც კი ვერაფერი ისეთი ვერ დაასაბუთეს, რომელიც მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის. თუნდაც მათი მომხრეებისთვის. ვინმე გინახავთ დასჯილი? პოლიციის ქმედებები კანონის ფარგლებიდან იყო გასული. დილის ექვსის ნახევარზე მე ვიყავი ფილარმონიასთან, შემდეგ ნახევარ საათში გადავინაცვლე უნივერსიტეტთან. მოსდევდნენ ახალგაზრდებს, ქუჩა-ქუჩა, სადარბაზო-სადარბაზო და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. ეს ვისი ბრძანების შედეგი იყო? ხელისუფლების რა თქმა უნდა, რადგან პოლიციელი ამას დომოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს. აქცია სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.


1tv




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up