ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

access_time2021-05-15 11:53:01

„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესაბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ვაქცინაცია და რეგულაციები მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

სასტუმრო „ბილტმორში ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრას ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და EUGBG-ის გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემცირების, საზღვრების გახსნის, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების მოხსნისა თუ ვაქცინაციის მიმართულებით, არის საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში და მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა.


„თქვენ იცით, რომ გასული წლის განმავლობაში, როდესაც პანდემია იყო პიკში, მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება ბიზნესისთვის, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობდით და რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა განახორციელა ეკონომიკის სამინისტრომ. დღეს სხვა გამოწვევები გვაქვს, მათ შორის ძალიან აქტუალურად დგას როგორც ვაქცინაციის, ასევე რეგულაციების შემცირების თუ ეტაპობრივი მოხსნის საკითხი, აქედან გამომდინარე, ბიზნესთან კომუნიკაციის აქტიური რეჟიმი, რა თქმა უნდა, გრძელდება - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.






500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up