ირაკლი ნადარეიშვილი - წყალტუბოს გააჩნია ყველა წინაპირობა რომ დაიკავოს წამყვანი ადგილი საქართველოს ტურისტული დანიშნულების ადგილებს შორის

ირაკლი ნადარეიშვილი - წყალტუბოს გააჩნია ყველა წინაპირობა რომ დაიკავოს წამყვანი ადგილი საქართველოს ტურისტული დანიშნულების ადგილებს შორის

access_time2020-10-23 18:11:36

„წყალტუბოს გააჩნია ყველა წინაპირობა და უდიდესი პოტენციალი, რომ წამყვანი ადგილი დაიკავოს საქართველოს ტურისტული დანიშბულების ადგილებს შორის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო ხედვის პრეზენტაციის შემდეგ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესოდენ მასშტაბური პროექტის განხორციელება მოხდეს თანმიმდევრულად, და გეგმაზომიერად, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყველანაირი შეცდომა. მისი თქმით, ამ პროცესში დიდი როლი აქვს საჯაროობას, როგორც ბიზნესის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობასთან მიმართებაში.




„ეს პროცესი გაგრძელდება და მისი ყველა ეტაპი იქნება გამჭვირვალე. ყველა ეტაპზე იქნება ჩართული როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლეობა, რომელიც საბოლოო ჯამში ყველა იმ სიკეთის და ეკონომიკური დოვლათის ბენეფიციარია, რომელსაც მოიტანს რეაბილიტირებული წყალტუბო საქართველოსთვის,“-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის განვითარება და აღდგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პოსტ-კოვიდის პერიოდში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ტურიზმის არა მხოლოდ რაოდენობრივი აღდგენა, არამედ ხარისხობრივი გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ახალი სერვისების შეთავაზებას და უფრო მაღალ-მხარჯველიანი ტურისტების მოზიდვას საქართველოში.





თეგები:
წყალტუბო



1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up