ირაკლი ნადარეიშვილი: „საქართველოში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას  წარმოადგენს კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი“

ირაკლი ნადარეიშვილი: „საქართველოში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი“

access_time2021-12-22 15:30:00

„პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისთვის ქვეყანაში არაერთი პროგრამა ხორციელდება, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ორგანიზება ინსტიტუციურ დონეზე და ის მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ევროკავშირმა და წარმატებით დაინერგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, არის სწორედ ამ გამოწვევების წარმატებით გადაწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „პროფესიული უნარების სააგენტოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდა და ვრცლად ისაუბრა როგორც პროფესიული განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ასევე იმ პროექტებზე, რომლებსაც ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით ახორციელებს.



„საქართველოში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი და შრომის ბაზარზე არსებული შეუსაბამობა იმ უნარებს შორის, რომელიც კერძო სექტორის მიერ არის მოთხოვნილი და რომელიც მას მიეწოდება. ქვეყანაში ხორციელდება მთელი რიგი პროგრამები, მათ შორის, ძალიან აქტიურია ეკონომიკის სამინისტრო უფრო მიზნობრივი, დარგობრივი მიმართულებებით, მაგალითად, IT სექტორის კუთხით ხდება რამდენიმე ათასი ადამიანის გადამზადება, ასევე ტურიზმის სექტორში - მიკრო და მცირე მეწარმეების გადამზადება, გვაქვს სამომავლოდ დაგეგმილი სხვა პროგრამები მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნესუნარების ასამაღლებლად, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება ქვეყანაში კვალიფიციური, მაღალი პროფესიული განათლებისა და უნარ-ჩვევების მქონე კადრებზე არსებული მოთხოვნების უზრუნველყოფას“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.




მისი შეფასებით, პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნება კერძო და საჯარო პარტნიორობის ძალიან კარგი მაგალითია და ეს იქნება სწორედ წარმატების ფორმულა, როდესაც კერძო სექტორი უშუალოდ იქნება ჩართული როგორც სააგენტოს მართვაში, ასევე პროგრამების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.



პროფესიული უნარების სააგენტოს მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის ბაზართან დაახლოებას და ეფექტურ კოორდინაციას. საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სააგენტოს მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება, რომლის უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, სააგენტო უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის ახალ მოდელს გვთავაზობს პროფესიული განათლების განვითარების პროცესში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ საუკეთესო პრაქტიკად არის აღიარებული.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up