ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

access_time2020-06-24 16:48:41

"საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რამდენიმე წელია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ინტენსიურად ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო საერთაშორისო პროექტებს. 500 Startups აქსელერატორი ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია და მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტარტაპების აქსელერაციას, დაჩქარებული ტემპებით მათ გაყვანას საერთაშორისო ბაზრებზე და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ზრდას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა შეაფასა. პროგრამა საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის 500 Startup - ის მიერ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.


ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებს დღეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ვახტანგ ვახტანგიშვილი ტექნოპარკში შეხვდნენ. სტარტაპებმა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, ღონისძიებაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს.


საწყის ეტაპზე შემოსული 150-მდე განაცხადიდან აქსელერაციის მომდევნო ეტაპზე 15 სტარტაპი გადავიდა, აქედან ცხრა სტარტაპი საქართველოდან არის, დანარჩენი - აშშ - დან, სლოვაკეთიდან, უკრანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან და ესტონეთიდან. 500 Startups - ის აქსელერაციის შემდგომი ეტაპი - ონლაინ ,,ბუთქემფი" 15 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება. კურსი მოიცავს ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიც არის პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვ.



500 Startups - ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპ აქსელერატორია. 2010 წლიდან, „სილიკონ ველიზე" მან 2400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება. დღესდღეობით 500 Startup - ის კაპიტალი 600 მილიონ დოლარზე მეტია. მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up