ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩენს და პასუხობს „ექსპო 2020 დუბაის“ მთავარ იდეას - ადამიანების გაერთიანება უკეთესი მომავლისთვის

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩენს და პასუხობს „ექსპო 2020 დუბაის“ მთავარ იდეას - ადამიანების გაერთიანება უკეთესი მომავლისთვის

access_time2021-09-30 16:20:00

„ექსპო 2020 დუბაი“ უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ მსოფლიოს მილიონობით ვიზიტორს, ვინც ექვსი თვის განმავლობაში მოინახულებს ამ გრანდიოზულ გამოფენას, გააცნოს ქართული კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო სთავაზობს მსოფლიოს ტურიზმის, ინვესტიციების, ბიზნესის კეთებისა და ბევრი სხვა საინტერესო კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ექსპო 2020 დუბაიზე წარდგენილი საქართველოს პავილიონის გახსნისას განაცხადა.



მისი თქმით, ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით - ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ბიზნესგარემო.



„ჩვენ წარმოვაჩენთ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც ვთავაზობთ ინვესტორებს ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ხელმისწავდომობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.




მისი ინფორმაციით, ქართულ პავილიონში ასევე გაიმართება მთელი რიგი თემატური ღონისძიებები, 29 დეკემბერს კი ჩატარდება საქართველოს ეროვნული დღე, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორებისთვის წარმოდგენილი იქნება ქართული კულტრის, მათ შორის ფოლკლორის, ცეკვის, თანამედროვე მიმართულებების საუკეთესო ნიმუშები. ასევე გაიმართება რამდენიმე თემატური ღონისძიება, მათ შორის ქართული გასტრონომიის დღე, ღვინის დღე და ქართული კალიგრაფიის დღე.



„ქართული პავილიონი და ექსპოს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც უნიკალურ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით და გააცნობს მას მთელ მსოფლიოსა და ექსპო 2020 დუბაის მილიონობით ვიზიტორს. ვფიქრობ, საქართველო საუკეთესოდ პასუხობს ექსპო 2020-ს მთავარ იდეას - ადამიანების გაერთიანება უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.



ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up