ირაკლი ნადარეიშვილი: „პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან დიალოგი მათი მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შემდგომი განვითარებისთვის“

ირაკლი ნადარეიშვილი: „პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან დიალოგი მათი მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შემდგომი განვითარებისთვის“

access_time2021-04-19 17:20:00

მსუბუქი მრეწველობის სექტორში არსებულ პერსპექტივებზე, ასევე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს სასტუმრო „სტამბაში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექპერტები მონაწილეობდნენ.



ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მთელი რიგი ინსტრუმენტები და პროგრამები შეიქმნა, რომლებიც მიზნად ისახავს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რომელიც, თავის მხრივ, ქართული ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს.


„ამ მიმართულებამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა პანდემიის პერიოდში, როდესაც ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული ბიზნესი დადგა, განსაკუთრებულად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას. ამ შემთხვევაში საკითხების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია და დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ პროგრამების საბოლოო მომხმარებელთან - კერძო სექტორთან დიალოგს იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომავალშიც სახელმწიფო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.



მისი შეფასებით, შეხვედრების ასეთი ფორმატი მნიშვნელოვანია, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობიდან გამომდინარე, იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც მათი ხელშეწყობისთ ხორციელდება და ძალიან კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა როგორც მიმდინარე, ასევე საშუალოვადიან პერიოდში.


დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის სახელწოდებით „მსუბუქი მრეწველობის სექტორის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში: ავეჯის და შესაფუთი მასალების წარმოება“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ასევე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.







მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...


მსგავსი სიახლეები

up