ირაკლი ნადარეიშვილი: „მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე“

ირაკლი ნადარეიშვილი: „მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე“

access_time2021-06-04 17:30:00

„საქართველოს მთავრობა ავითარებს ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რომლის განუყოფელი ნაწილია ინოვაციური ეკოსისტემა და მის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რომელიც ფუნდამენტურ როლს თამაშობს წარმატებული კომერციალიზაციის ნაწილში, რაც არის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ყველა გამოგონების საბოლოო მიზანი“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირის პროექტის“ (EUGIPP) კომპონენტის „IP in Education“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


მინისტრის მოადგილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე სკოლის ასაკიდან ბავშვებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე, რომლებიც არსებობს მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში იმ ეკოსისტემის ფარგლებში, რომელსაც ქმნის მთავრობა კერძო სექტორთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.



„ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ „საქპატენტთან" ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით - ყველა პროექტი გადის პატენტუნარიანობის შემოწმებას, რაც, საბოლოო ჯამში, გარდაისახება გამოგონებების, ინოვაციების, მათი მფლობელების ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში და წარმატებულ კომერციალიზაციაში. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციების, ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, რასაც ემსახურება ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ეს პროექტი“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.



„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) პროექტის საპილოტე კომპონენტს, რომელიც გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანია მოსწავლეებში კრეატიულობის, ინოვაციურობისა და შემოქმედებითობის გაღვივება, საჯარო სკოლების მასწავლებლების გადამზადება, ისევე როგორც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილების ჩატარება. პროექტს „საქპატენტი“ და ინტელექტუალური საკუთრების ევროკავშირის უწყება (EUIPO) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up