ირაკლი ნადარეიშვილი: კოვიდ პანდემიის მიუხედავად სახელმწიფო პროგრამების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაფართოვდა

ირაკლი ნადარეიშვილი: კოვიდ პანდემიის მიუხედავად სახელმწიფო პროგრამების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაფართოვდა

access_time2020-10-10 21:00:49

მას, ვინც არის ან სურს გახდეს მეწარმე, ფერმერი, ან ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში, ახალი პროექტი „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ შესაძლებლობას აძლევს უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს წვდომა და გამარტივებული მომსახურება მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში მოქალაქეები შეძლებენ ინფორმაციის მიღებასა და განაცხადების შევსებას სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.


„მიმდინარე სიტუაციაში, როდესაც სახეზე გვაქვს კოვიდ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი პროგრამების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“-ს წლევანდელი კრიზისული ბიუჯეტი თითქმის ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს და ამ პირობებში, ამ მოცემულობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს, მეწარმეს, ფერმერს ჰქონდეს კიდევ უფრო გამარტივებული ხელმისაწვდომობა პროგრამებზე და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას სთავაზობს სახელმწიფო“ - აღნიშნა გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.


როგორც თანამედროვე ეკონომისტები ამტკიცებენ, სახელმწიფო უნდა გახდეს ახალი სფეროების ჩამოყალიბების ინსტრუმენტი. დღეს, სახელმწიფოები ხშირად გვევლინებიან ახალი ბაზრების და სექტორების შემქმნელებად. ამის მაგალითი ბევრ ქვეყანაში არსებობს. რა ხდება ჩვენთან? 2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - „საქართველო 2020“. სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით განხორციელდა არაერთი წარმატებული პროგრამა და აქტივობა, როგორც ბიზნესის განვითარების, ისე ექსპორტის ხელშეწყობის და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.



აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მიერ, ინოვაციური კომპონენტის ფარგლებში, ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, აქვთ უნიკალური შანსი, განახორციელონ თავიანთი ბიზნეს იდეები.


დღეის მდგომარეობით, „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტის ფარგლებში გამარჯვებულია 92 პროექტი, ჯამური საინვესტიციო მოცულობა 7 400 000 ლარს შეადგენს, ხოლო 54 პროექტში უკვე სრულად ან ნაწილობრივ განხორცილებულია ინვესტია კაპიტალშენატანის სახით, ჯამში 3 800 000 ლარი. აღნიშნულ 54 პროექტში 405 ადამიანია დასაქმებულია


რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიზანი კი საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის შექმნაა. სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ინოვაციების და მეწარმეობის ტექნიკური და ფინანსებთან წვდომის მხარდაჭერა. GITA -ს მეშვეობით ხორციელდება 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, სადაც დაფინანსდა 98 სტარტაპი, თითოეულმა მათგანმა კი 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი მიიღო. დაფინანსებული პროექტების ჯამური ბიუჯეტი კი 9 500 118 ლარს შეადგენს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up