ირაკლი ნადარეიშვილი: „ესტონელ კოლეგებთან განვიხილეთ სტარტაპ-ეკოსისტემების დაახლოებისა და  ქართული სტარტაპების დაფინანსებაში მათი ინვესტორების ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები“

ირაკლი ნადარეიშვილი: „ესტონელ კოლეგებთან განვიხილეთ სტარტაპ-ეკოსისტემების დაახლოებისა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაში მათი ინვესტორების ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები“

access_time2021-11-30 15:50:00

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და სტარტაპ-ეკოსისისტემის განვითარების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავება იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს. მინისტრის მოადგილესთან ერთად ესტონეთში ასევე იმყოფებოდა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ესტონეთს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება სახელმწიფოს ციფრული ტრანსფორმაციის სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს კერძო სექტორის თანამონაწილეობას და აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში.




„ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ესტონეთის როგორც სამთავრობო, ისე კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, გავცვალეთ ინფორმაცია და ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარეობა, ასევე, ზოგადად, ინოვაციებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება. შევთანხმდით, რომ ამ კუთხით გავაღრმავებთ ურთიერთთანამშრომლობას, რომ მოხდეს ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემების ერთმანეთთან უფრო მეტი დაკავშირება და გაიზარდოს ესტონელი ინვესტორების ჩართულობა ქართული სტარტაპების დაფინანსებაში“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.



ესტონეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების მოადგილეებთან. ირაკლი ნადარეიშვილი და ავთანდილ კასრაძე ასევე შეხვდნენ საინფორმაციო სისტემების სახელმწიფო უწყებისა (RIA) და ესტონეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების ასოციაციის (ITL) დირექტორებს, ასევე ,,აწარმოე ესტონეთის ვაჭრობისა და ინოვაციების ცენტრის, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის, ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) ხელმძღვანელებსა და მსხვილი ესტონური კომპანიების წარმომადგენლებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up