ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკის სამინისტროში ათამდე სხვადასხვა პროგრამა და სხვადასხვა ინსტრუმენტი მოქმედებს, რომელიც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენაა  მიმართული

ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკის სამინისტროში ათამდე სხვადასხვა პროგრამა და სხვადასხვა ინსტრუმენტი მოქმედებს, რომელიც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული

access_time2020-02-12 14:55:05

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქართული ეკონომიკისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს და ჰქონდა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ჩათვლით, არის ის ამოცანა, რომლის გადაჭრაზეც სახელმწიფო საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს ბოლო წლების განმავლობაში.


ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში მოქმედებს ათამდე სხვადასხვა პროგრამა, სხვადასხვა ინსტრუმენტი როგორც მონეტარული, ასევე სხვა ტიპის, რომელიც მიმართულია როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ, ასევე ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისკენ საქართველოში.


„მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ „აწარმოე საქართველოს სესხების თანადაფინანსების პროგრამას ჰყავს 450-ზე მეტი ბენეფიციარი, 9 ათასზე მეტი ბენეფიციარი გვყავს მცირე გრანტების მიმართულებით. გარდა „აწარმოე საქართველოსი, ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს ძალიან საინტერესო პროგრამებს, მათ შორის გადამზადების და ტრენინგის პროგრამებს, რომელშიც გასულ წელს 2 ათასზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესის ოპერატორმა მიიღო მონაწილეობა სასტუმროების და ზოგადად ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მთელ რიგ პროგრამებს, რომლებიც კონკრეტულად მიმართულია ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებისთვის, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.


მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო და ყველა მისი დაქვემდებარებული უწყება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ამ პროგრამების ეფექტურობის, მათი მიმდინარეობის მონიტორინგს და შესაბამისად, პროგრამების რედიზაინისა და გაუმჯობესების, ასევე ახალი პროგრამების შემოღების გადაწყვეტილებას იღებს.



„გასული წელი ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო. „აწარმოე საქართველოს და სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მთელი რიგი ინიციატივები განვახორციელეთ პროგრამების შეცვლის მიზნით. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, უკეთესი ტარგეტირება განხორციელდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.


ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) და მათი ზეგავლენა სამუშაო ადგილების შექმნაზე და ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up