ირაკლი ნადარეიშვილი -  ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით

ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით

access_time2020-09-24 17:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



აღინიშნა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცენტრების საქმიანობა შეიზღუდა, რამაც მათი ფინანსური მდგომარეობა პრობლემების წინაშე დააყენა.



შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.




„ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი მოწყვლადი ჯგუფია ღონისძიებების ორგანიზების კომპანიები. ჩვენ მათთან გასულ კვირას ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. შედეგად, აეწყო ინფორმაციის გაცვლის პროცესი. დღეს გვქონდა მორიგი შეხვედრა უკვე კონკრეტული საკითხების განსახილველად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე საბანკო სექტორთან, ბანკების ასოციაციის დახმარებით, რადგან ბიზნესის პრობლემების ძირითადი ნაწილი აქაც საბანკო ვალდებულებებთანაა დაკავშირებული,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.






ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის
access_time2020-10-26 11:30:12
გაჩერებული სასტუმროები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები. დაცარიელებული კინოთეატრები, მუზეუმები და კაზინოები. ასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და მნიშვნელოვნად შემცირებული შემოსავლები. უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჰოლივუდური ბლოგბასტერის სცენარი არ არის, ეს ჩვენი რეალობაა, რეალობა რომელში ყველანი ახალ ცხოვრებას ვსწავლობთ. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო, წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობის წინაშე დააყენა. ბიზნესის  გარკვეულმა სექტორებმა ეს მალევე მოახერხა და...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...


მსგავსი სიახლეები

up