ირაკლი მეზურნიშვილი “Fitch” - ის რეიტინგზე: უმნიშვნელოვანესია სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან ეს ის ფაქტორებია, რისი გათვალისწინებითაც ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს

ირაკლი მეზურნიშვილი “Fitch” - ის რეიტინგზე: უმნიშვნელოვანესია სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან ეს ის ფაქტორებია, რისი გათვალისწინებითაც ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს

access_time2019-08-17 19:10:29


„ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან ეს ის ფაქტორებია, რასაც პირველ რიგში უყურებს ინვესტორი და რისი გათვალისწინებითაც იღებს გადაწყვეტილებას“ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი სარეიტინგო კომპანია „Fitch“- ის რეიტინგის შეფასებისას.
მისი თქმით, ისეთი სარეიტინგო კომპანიის მხრიდან, როგორიც „Fitch“-ია, სტაბილური რეიტინგის შენარჩუნება და დადებითი შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ინვესტორები სწორედ აღნიშნულ ფაქტორებს ადევნებენ თვალყურს და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, დააბანდონ თუ არა თანხები ამა თუ იმ განვითარებად ქვეყანაში:
„ის ფაქტი, რომ „Fitch“-მა ძალიან ბევრი წლის შემდეგ, 2019 წლის დასაწყისში, პირველად შეცვალა ჩვენი რეიტინგი, ერთი ნაბიჯით დაგვაწინაურა და „BB“ მოგვანიჭა სტაბილურობის პროგნოზით, არის დადებითი შეფასება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და იმ რეფორმების, რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ტარდება. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ იმ არასტაბილური სიტუაციის მიუხედავად, რაც ჩამოყალიბდა, ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ სტაბილურ რეიტინგს. ეს ძალიან პოზიტიური შეფასება კარგია, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან ეს ის ფაქტორებია, რასაც პირველ რიგში უყურებს ინვესტორი და რისი გათვალისწინებითაც იღებს გადაწყვეტილებას - დააბანდოს თუ არა თანხები ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, არა მარტო მმართველ გუნდზე, არამედ ოპოზიციაზე და საზოგადოების ნებისმიერ წევრზე გადადის ვალდებულება, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე ქვეყანაში“,- აცხადებს ირაკლი მეზურნიშვილი.
მისივე შეფასებით, მთავრობას და პარლამენტს გააჩნია მეტი პოტენციალი, კიდევ უფრო დაჩქარდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესი:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 7.7%-ია. მაგრამ ამავდროულად, ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა კიდევ უფრო შევამციროთ ეს დეფიციტი, რადგან განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ექსპორტი. ეს თავის მხრივ, მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზეც აისახება. ჩვენ უფრო მეტის პოტენციალი გაგვაჩნია და ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ინვესტიციების მოზიდვის პროცესი, ექსპორტის ზრდა და ანგარიშის დეფიციტის შემცირება“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა.



თეგები:
Fitch



ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI
access_time2020-07-09 13:30:02
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. „ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო...

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში
access_time2020-07-09 14:30:05
„დელფინარიუმი თითქმის 3 თვიანი პაუზის შემდეგ 30 ივნისს გაიხსნა, ამჟამად მსურველებს, ორშაბათის გარდა, ყოველდღე ვმასპინძლობთ, 16:00 საათზე, სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დავამატებთ წარმოდგენებს. ბილეთის ფასი არ შეცვლილა.ამ ეტაპზე, ტრადიციულად, სრული ანშლაგია, თუმცა...

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...


მსგავსი სიახლეები

up