ირაკლი მაკალათია: „ინვესტორები ბიუროკრატიულ პრობლემებს ეჯახებიან, რაც აჭიანურებს პროცესებს და ქმნის კორუფციული გარიგებების რისკებს“

ირაკლი მაკალათია: „ინვესტორები ბიუროკრატიულ პრობლემებს ეჯახებიან, რაც აჭიანურებს პროცესებს და ქმნის კორუფციული გარიგებების რისკებს“

access_time2019-01-25 10:00:47

„ ქვეყანაში ვითარდება ინფრასტრუქტურა, ასევე, ის დარგები, რომლებშიც ინვესტიციებია ჩადებული. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები და ადეკვატურად შევაფასოთ თითოეული ეკონომიკური მოვლენა,“  ასე აფასებს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 1 894.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემებით კი, ინვესტიციების ღირებულება 998.7 მილიონ დოლარს შეადგენს.


მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მეტ ინვესტიციას აზერბაიჯანი აბანდებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში აზერბაიჯანიდან 634 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. რამდენად დადებითი ეფექტი აქვს ამას ქვეყნის ეკონომიკაზე და რით აიხსნება, რომ აზერბაიჯანიდან ასეთი მოცულობის ინვესტიციები შემოდის?



უმსხვილესი პროექტი, რომელსაც აზერბაიჯანი საქართველოში ახორციელებს, არის შაჰ დენიზის მილსადენის მშენებლობა. ის 2014 წელს დაიწყო და ჯამში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. სწორედ ამ პროექტში განხორციელებულმა დიდი მოცულობის ინვესტიციებმა გამოიწვია ინვესტიციების მატება და ეს ნაკლებად ასოცირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან.
ცხადია, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით მეტი ეკონომიკური ეფექტის მიღებაც შეიძლება, თუმცა ინფრასტრუქტურულ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციები არ ნიშნავს რეალური ეკონომიკის განვითარებას, საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობისას სამუშაო ადგილების ზრდაც მხოლოდ დროებითია.



2018 წელს ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების დასრულება დასახელდა, მათ შორის საუბარი იყო შაჰ დენიზის პროექტზე, რომელიც წელს შედის ექსპლუატაციაში. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია თუ არა ინვესტიციების კიდევ უფრო მეტად შემცირება?



ცხადია, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანული პროექტი დასრულდება, შემცირდება ყველაზე მსხვილი ინვესტიციები და თუ სხვა მასშტაბური ინვესტიციების შემოსვლა არ მოხდა, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, არა კატასტროფულად, მაგრამ ინვესტიციების შემცირებას უნდა ველოდოთ.

ამასთან, იმისათვის, რომ რეალური შედეგები მივიღოთ და პირდაპირ კავშირში იყოს ეკონომიკურ განვითარებასთან, ინვესტიციები უნდა განხორციელდეს ეკონომიკის რეალურ სექტორში, რაც წარმოების განვითარებას გამოიწვევს. ამავე დროს უნდა განვითარდეს პორტფელური ინვესტიციები, რომელიც დღეს მინიმალურ დონეზეა საქართველოში, ამისათვის კი აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარება.


რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ?


დღეს, როცა ინვესტორი შემოდის, ძირითადად გარიგების დადება უწევს სახელმწიფოსთან, ან მთავრობის გავლით კერძო სექტორთან, რის გამოც ეჯახებიან ბიუროკრატიულ პროცედურებს, რაც აჭიანურებს პროცესებს და ქმნის კორუფციული გარიგებების რისკებს. აქედან გამომდინარე საჭიროა, ადგილობრივი მწარმოებლები და ინვესტორები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ახდენდნენ ბიზნესგარიგებას. კერძო სექტორის განვითარებისათვის კი აუცილებელია სახელმწიფო საკუთრების დროულად გადასვლა კერძო სექტორში. მაგალითად, დღესდღეობით  წიაღისეულის საბადოებს საქართველოს მოქალაქე იჯარით იღებს, რაც მაღალ რისკებს უკავშირდება. ერთია ის, რომ მას ამ აქტივის დაბრუნება უწევს სახელმწიფოსთვის, რაც გრძელვადიან სტიმულებს კლავს და მეორე ის, რომ არის საშიშროება სახელმწიფომ დროზე ადრე იძულებით ჩამოართვას.

ასევე მნიშვნელოვანია გამართული სასამართლო სისტემა, სადაც კერძო საკუთრებისა და ბიზნესის დაცვის მაქსიმალური გარანტიები ქმნის იდეალურ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში.


მარიამ ტიტვინიძე





უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up