ირაკლი მაკალათია-გაზპრომი რუსეთის პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ის პოლიტიკური მანიპულაციებისათვის იყენებს

ირაკლი მაკალათია-გაზპრომი რუსეთის პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ის პოლიტიკური მანიპულაციებისათვის იყენებს

access_time2019-01-19 10:00:49

„გაზპრომი არის რუსეთის პოლიტიკური იარაღი, რომელსაც იყენებს პოლიტიკური მანიპულაციებისათვის, იმიტომ რომ კომპანიის ძირითადი მესაკუთრე არის სახელმწიფო (50%-ზე მეტი) რუსეთის ფედერაციის სახით. ანუ გაზის შეძენისას, ბიზნეს მოლაპარაკება მიდის არა კერძო კომპანიასთან, რომლის მიზანი ბიზნესის წარმოება იქნებოდა, არამედ სახელმწიფო კომპანიასთან, რომელსაც სხვა პოლიტიკური მიზნები აქვს ვიდრე ეკონომიკური, აქედან გამომდინარე გაზპრომთან თანამშრომლობა არამარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც საფრთხის შემცველია და გაზპრომის სახით არა ეკონომიკური სუბიექტი არამედ პოლიტიკური მოთამაშე გვხვდება,“-ასე აფასებს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ქართულ მხარესა და „გაზპრომს“ შორის ახალ პირობებზე მიმდინარე მოლაპარაკებებს.



მისი თქმით, 2017 წელს კონტრაქტის პირობების შეცვლამ და ნატურით ანაზღაურებიდან თანხის გადახდაზე გადასვლამ ქვეყანა ტარიფების ზრდის საფრთხის წინაშე დააყენა.


„საქართველოს რა თქმა უნდა უარი უნდა ეთქვა ფულად ანაზღაურებაზე და კვლავ ნატურით მიღება გაეგრძელებინა. უარყოფითი შედეგები რაც შეიძლება მოჰყვეს ფულად ანაზღაურებას არის შემდეგი: გაზპრომმა გააძვიროს ბუნებრივი აირი და შესაბამისად ნაკლები ანაზღაურება მივიღოთ, რის შედეგადაც ნაკლები ბუნებრივი აირის შეძენა შეგვეძლება. ამავე დროს ვალუტის კურსის გაუფასურების პირობებში, ყოველწლიურად უფრო და უფრო გვიძვირდება გაზის ყიდვა.

ასევე იქიდან გამომდინარე,რომ კონტრაქტის პირობები გასაიდუმლოებულია არსებობს რისკი ,რომ მთავრობამ საბიუჯეტო სახსრები სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურების ნაცვლად ,სხვა სამთავრობო ხარჯებისკენ მიმართოს და შემდეგ ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდეს ბუნებრივი აირის შეძენა,“-განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.



შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ–ექსპორტს“ შორის ახალი კონტრაქტი შევიდა ძალაში, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%–ის სახით იღებდა. 2017 წლიდან კი პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ კონტრაქტის კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია.


სწორედ აღნიშნულ კონტაქტს მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. ახალი პირობები მხარეებმა მიმდინარე წელს უნდა შეათანხმონ.


ამასთან, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა,რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა  „GAZPROM“-თან დაკავშირებული საკითხი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდეს.



მარიამ ტიტვინიძე





ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up