ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტო მზადაა, მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის შესაბამისი დეპარტამენტი შექმნას

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტო მზადაა, მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის შესაბამისი დეპარტამენტი შექმნას

access_time2019-12-05 18:10:23

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში კონკურენციის სააგენტო მუშაობს მაქსიმალურად და ასევე მზადაა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისი აღსრულება უზრუნველყოს.



კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ინტერპრესნიუსთან საუბრისას აცხადებს, რომ ის ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო განხილვის ფორმატშია, უწყების მუშაობის ეფექტურობას გაზრდის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურა რჩება უცვლელად და თუ პარლამენტი მიიღებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოხდება სტრუქტურის გადაწყობა.




ამ ეტაპზე პარლამენტში მიმდინარეობს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივია განხილვა, რომელიც აღსრულების ნაწილში კონკურენციის სააგენტოს ეხება. პარლამენტთან, ბიზნესთან და სფეროს სპეციალისტებთან ერთად აქტიურ განხილვაშია კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები. აქ არის რიგი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვნად აძლიერებს კონკურენციის სააგენტოს ფუნქციებს, თუმცა ასევე არის ღია საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით კონსულტაციის რეჟიმში რჩება. მეორე კანონმდებლობა, რომელიც თითქმის მზადაა და გაზაფხულზე იქნება მიღებული, ეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ბუნებრივია, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კონკურენციის სააგენტო მზაობას გამოთქვამს შესაბამისი დეპარტამენტი შექმნას და აღსრულება უზრუნველყოს. ასევე პარლამენტში წარდგენილია ანტიდემპინგური კანონმდებლობა, აქაც არის საკითხები, რომლებიც დამატებით კონსულტაციას შეიძლება მოითხოვდეს და აქაც ცხადია, მზად ვართ ჩავერთოთ. თუ ეს ცვლილებები დამტკიცდება სააგენტოს სტრუქტურა შესაბამისად გადაეწყობა, მანამდე რამე მნიშვნელოვანი ცვლილება დაგეგმილი არაა. ვაგრძელებთ მუშაობას არსებული საკანონმდებლო სივრცის შესაბამისად, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ საუბრისას.



IPN.GE





30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up