ირაკლი ლექვინაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს 2020-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნო

ირაკლი ლექვინაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს 2020-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნო

access_time2021-12-01 18:20:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს 2020-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნო. მათ შორის დასრულებული და მიმდინარე საქმეების, სააგენტოს მხრიდან ვალდებულებების შესრულების - განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული შედეგები. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.



„მოკვლევის მიმართულებით დავასრულეთ 6 საქმე, მათ შორის 4 არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, საიდანაც 3-ში დადასტურდა დარღვევა. 2 მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების ფაქტზე, ორივე შემთხვევაში დავადასტურდეთ დარღვევა და გაიცა შესაბამისი სანქციები. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 2 მოკვლევის საქმე - არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტზე.



გარდა ამისა, მიმდინარე რეჟიმში რჩება 2 მოკვლევის ქეისი. ასევე, კონკურენციის კანონმდებლობაში დამტკიცებული ცვლილებების შესაბამისად, ამ ეტაპზე, სააგენტო და შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ორგანოები, კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა აღკვეთისათვის განიხილავენ 3 საქმეს.



2020-2021 წლებში, მომზადდა კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების 2 ანგარიში (საბანკო და სადაზღვევო გარანტიები, ფოთის პორტის გადაზიდვები) და აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში, გავეცით 14 რეკომენდაცია. კერძოდ, 1 გარე რეკლამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 2 რითეილის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში და 11 ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის პროცესში.




ამავე პერიოდში, დავასრულეთ 5 ბაზრის შესწავლა (რითეილის, სიგარეტის, პურ-პრიდუქტების, ავტოდაზღვევის და ჩვილ ბავშვთა კვების ბაზარი). ამ ეტაპისათვის, დაკვირვების ქვეშ რჩება ფარმაციის და საავტომობილო ბაზრის მონიტორინგები. თუმცა წლის ბოლომდე დაგეგმილია ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის დასრულება.



განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, შევისწავლეთ სულ 16 552 კონცენტრაცია. საანგარიშო პერიოდში, 2 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა და 2 განხილვის რეჟიმშია., - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრისას.



„ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების დასრულების ანგარიშის მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის გუნდი შეხვედრებს მართავს სამთავრობო უწყებებთან, ვინც ამ პროექტით გათვალისწინებული რეფორმების, ღონისძიებების შესრულებაში იყო ჩართული.



ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სოფიო მომცელიძე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; მარიამ დოლიძე, პროექტის ხელმძღვანელი - უფროსი ეკონომისტი; ლიუკ ლერუ, ანგარიშის ავტორი - კონსულტანტი; ევგენი ნაიდოვი, წამყვანი ეკონომისტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში; მეჰეკ მარვაჰა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (პროექტის თანადამფინანსებელი).







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up