ირაკლი ლექვინაძემ და ჯონ ბრაეკეველდტმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

ირაკლი ლექვინაძემ და ჯონ ბრაეკეველდტმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

access_time2021-02-11 13:10:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ჯონ ბრაეკეველდტმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.


მხარეებმა, კონკურენციის სფეროში, მიმდინარე და დაგეგმილი აქტუალური საკითხები ორმხრივ დონეზე განიხილეს და კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.


გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული ბიზნეს ასოციაცია კონკურენციის კანონში შესატან ცვლილებებზე სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობდა, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, დღეს არსებული გამოწვევები და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, ბიზნეს სუბიექტებთან თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო პერსპექტივებს და უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის გაუმჯობესების მიმართულებებს. ირაკლი ლექვინაძემ ჯონ ბრაეკეველდტს მხარდაჭერისათვის, შეხვედრის ინიცირებისათვის მადლობა გადაუხადა და ევროპული ბიზნეს ასიციაციის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში, მათ შორის ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობის პლატფორმაში ჩართვის მზაობა გამოთქვა.


„ვიცით, რომ 2020 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. დაიხვეწა პროცედურული ნორმები, DCFTA-ს შესაბამისად გაიმართა კონკურენციის სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ფორმები, დადგინდა კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები. დამუშავების პროცესშია სააგენტოს სტრუქტურული, კოლეგიალური მოწყობის საკითხი. ასევე ვიცით, რომ სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ და მისმა აპარატმა, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც სრულიად დამოუკიდებელი ორგანო. 2021 წელს, სააგენტო იწყებს ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულებას, რისთვისაც წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მომზადდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, ქართული რეალობისათვის სიახლეა და, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამ უახლოეს პერიოდში მივიღეთ. შესაბამისად, ევროპული მიდგომების გაზიარება, მხარდაჭერა, რეკომენდაციების მიღება, საერთაშორისო და ადგილობრივი კოლეგა უწყებების აქტიური ჩართულობა ჩვენი უწყებისათვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ შემოთავაზებული ინიციატივები, ევროპული ბიზნეს ასოციაცისს წევრებთან დიალოგის ფორმატში შეხვედრები, ასევე ასოციაციის ახალგაზრდების პლატფორმის წარმომდგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება ორმხრივად საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



„ევროპული ბიზნეს ასოციაციის მისიაა საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა და ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი, მათ შორის კონკურენციის სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ფორმების კუთხით. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში მოხდა სააგენტოსა და ჩვენი ასოციაციის სიახლეებისა და აქტივობების ერთმანეთისთვის გაცნობა. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები და მოხარული ვართ, რომ, კონკურენციის სააგენტომ გამოხატა სურვილი და მზაობა ასოციაციის წევრებთან შეხვედრებში მონაწილეობისთვის, მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივებს და ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას“, - განაცხადა ჯონ ბრაეკეველდტმა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან კალანდაძე და ევროპული ბიზნეს ასოციაციის სამართლისა და პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ნინო უშიკიშვილი.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up