ირაკლი ლექვინაძემ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

ირაკლი ლექვინაძემ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

access_time2021-01-20 19:46:28

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ სპიკერის რანგში ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ - სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომუნიკაციების კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე.



„კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში მხარეთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მაქსიმალურად ასახავს ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებულ პრინციპებს, პასუხობს სააგენტოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული თუ სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას. კერძოდ, დღევანდელი შეხვედრის თემიდან გამომდინარე, რომ ვისაუბროთ და დავკონკრეტდეთ - მიღებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებლები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით მოქმედებენ. შექმნილია ერთიანი საკანონმდებლო ბაზა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებები (კონცენტრაცია, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, ჯარიმა) სავალდებულოდ აღსასრულებელია მარეგულირებელი ორგანოებისთვისაც. გამიჯნულია - საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოების კომპეტენციის ფარგლები. სააგენტო შეისწავლის რეგულირებად სექტორში განხორციელებულ ქმედებებს, თუ: 1). ერთ-ერთი მხარე არის არარეგულირებად სფეროში მოქმედი სუბიექტი, 2). ქმედება - დავის საგანი არარეგულირებად სფეროშია განხორციელებული და 3). სუბიექტები წარმოადგენენ სხვადასხვა რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტებს. კონკურენციის საკითხებზე, მარეგულირებელი ორგანოები ხელმძღვანელობენ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი პოსტულატებით და ამ კანონზე დაყრდნობით შეისწავლიან საკითხებს, თუ ქმედების განმახორციელებელი ყველა სუბიექტი წარმოადგენს ერთი და იმავე რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს. უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული ცვლილებები ჩასწორდა ჩვენი ევროპელი და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე. ვფიქრობ, რომ დღეს მიღებული შედეგები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უწყებების მუშაობა იყოს მეტად ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, რაც, თავის მხრივ, შესაბამის ბაზრებზე, გაზრდის კონკურენციას“, - განაცხადა შეხვედრისას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ და ღონისძიების ორგანიზატორს, მონაწილეებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.


ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა 2020 წელს განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხებოდა.



შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რომელსაც ღონისძიების მოდერატორი, "ჯეოქეისის" თავმჯდომარის მოადგილე - ბაქარ ფალავანდიშვილი ხელმძღვანელობდა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up